"ირმის ნახტომი" ... დროსა და სივრცეში!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

რესურსები დაწყებითი სკოლისთვის

Monday, October 6, 2008

მასწავლებელთა ზამთრის კონკურსი/კონფერენცია

06.10.2008

მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოცხადდა მასწავლებელთა ზამთრის კონფერენცია/კონკურსი, რომელიც ორგანიზებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს - ფონდი „ირმის ნახტომის“, "ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის", "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის", საგანმანათლელბო რესურსცენტრებისა და საქართველოს სკოლების პარტნიორობით. მისი მიზანია


- სასწავლო პროცესის რეფორმირების ხელშეწყობა, საგაკვეთილო გარემოს გამრავალფეროვნება და ინტერდისციპლინარული და ICT ინტეგრირებული გაკვეთილების წახალისება;
- ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განათლების სფეროში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
- ინოვაციურად/შემოქმედებითად მოაზროვნე მასწავლებლების გამოვლენა-წახალისება;
- მასწავლებელთა შორის საუკეთესო გამოცდილებების გაზიარება და პარტნიორული ქსელების ფორმირების ხელშეწყობა;
- საერთაშორისო გამოცდილებებისა და მიდგომების, ელექტრონული რესურსების, ინსტრუმენტების გაცნობა.
კონფერენცია იმართება 2008-2009 წწ საქართველოს სასკოლო ფორუმის ფარგლებში
იხილეთ ბმული საქართველოს სასკოლო ფორუმი

ინფორმაცია სკოლ(ებ)ის წინასწარი რეგისტრაციის შესახებ იხილეთ აქ.
ეს და სხვა საინტერესო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ასევე ფონდ "ირმის ნახტომის" ვებ-გვერდზე.
ამისთვის დააწკაპეთ აქ.

Wednesday, September 10, 2008

მოგესალმებით ყველას!

ბლოგზე თანდათანობით დაემატება ახალი მასალა, რომლის ხილვაც შეგიძლიათ რუბრიკაში "სიახლეები 2008/2009". რუბრიკაში "ფრანგულენოვანი ვებ-გვერდები" დამატებულია ახალი რესურსები ფრანგულ ენაზე, რომლებიც საინტერესო შეიძლება იყოს როგორც ფრანგული ენის მასწავლებლებისთვის, ასევე ნებისმიერი ადამიანისთვის.
გისურვებთ წარმატებებს!

Tuesday, July 15, 2008

მასწავლებელთა 2008 წლის საზაფხულო კონფერენციის რეგიონალური სესიები

გრძელდება მასწავლებელთა 2008 წლის საზაფხულო კონფერენციის ფარგლებში გამართული ინტეგრირებული საგაკვეთილო გეგმების კონკურსი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
2008 წლის 14 ივლისს დასრულდა კახეთის რეგიონალური სესია.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დააწკაპეთ აქ.

Thursday, July 3, 2008

საგაკვეთილო გეგმების პრეზენტაცია თბილისის მასშტაბით დასრულდა

დღეს, 2008 წლის 3 ივლისს დასრულდა მასწავლებელთა 2008 წლის საზაფხულო კონფერენციასთან დაკავშირებით გამოცხადებული საგაკვეთილო გეგმების კონკურსში მონაწილე პირველ ეტაპზე გასული ნამუშევრების პრეზენტაციები თბილისის მასშტაბით.
წარმოდგენილი გაკვეთილები შეაფასა კომისიამ, რომლის წევრებიც იყვნენ წარმომადგენლები თბილისის სხვადასხვა სკოლებიდან.
პრეზენტაციებს ესწრებოდნენ წარმომადგენლები თბილისის საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან და ფონდიდან "ირმის ნახტომი".
მიმდინარეობს ქულების დაჯამება. შედეგები გამოვლინდება უახლოეს მომავალში.

Wednesday, July 2, 2008

საგაკვეთილო გეგმების პრეზენტაცია გრძელდება


დღეს, 2008 წლის 2 ივლისს კვლავ გაგრძელდა მასწავლებელთა საზაფხულო კონფერენციასთან დაკავშირებული საგაკვეთილო გეგმების საკონკურსო მასალის პრეზენტაცია, რომელიც კვლავ თბილისის სხვადასხვა რაიონის სხვადასხვა სკოლებში ჩატარდა.
პრეზენტაციები დასრულედება ხვალ, 2008 წლის 3 ივლისს.
იხილეთ თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში გადაღებული ფოტომსალა.

Tuesday, July 1, 2008

პირველ ეტაპზე გასული საგაკვეთილო გეგმების პრეზენტაცია

დღეს, 2008 წლის 1 ივლისს, მასწავლებელთა საზაფხულო კონფერენციასთან დაკავშირებით თბილისის სხვადასხვა რაიონის სხვადასხვა სკოლაში ჩატარდა საგაკვეთილო გეგმების კონკურსში პირველ ეტაპზე გასული გაკვეთილების პრეზენტაცია.
მასწავლებლებმა, რომელთა საგაკვეთილო გეგმები საკონკურსო პირობების სრული დაცვით იყო შესრულებული,რაც გულისხმობს მასალის ლემილზე განთავსებას და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ლემილის ბმულთან ერთად მის გაგზავნას ფონდ "ირმის ნახტომის" ელფოსტის მისამართზე, წარმოადგინეს მათ მიერ შესრულებული სამუშაო და თავად ისაუბრეს მათ ნამუშევრებზე.
კონფერენციას ესწრებოდნენ წარმომადგენლები თბილისის სხვადასხვა სკოლებიდან, საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან და ფონდიდან "ირმის ნახტომი".
პრეზენტაციები თბილისის მასშტაბით გაგრძელდება 2008 წლის 3 ივლისამდე, მოგვიანებით კი გადაინაცვლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
გაკვეთილების წარდგენის ადგილის, დროსა და თანმიმდევრობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
გთავაზობთ თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში გადაღებულ ფოტოებს.
ew=original

Wednesday, June 25, 2008

მასწავლებელთა 2008 წლის საზაფხულო კონფერენციაში მონაწილე მასწავლებლების საყურადღებოდ!!!

25.06.2008

2008 წლის 8 ივნისს ამოიწურა მასწავლებელთა საზაფხულო კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე ინტეგრირებული საგაკვეთილო გეგმების საკონკურსო განაცხადების მიღების ვადა.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დააწკაპეთ აქ.


გისურვებთ წარმატებებს!

Friday, June 13, 2008

თბილისის 97-ე საჯარო სკოლის ვებ-გვერდის პრეზენტაცია

დღეს, 2008 წლის 13 ივნისს, თბილისის 97-ე საჯარო სკოლაში გაიმართა სკოლის ვებ-გვერდის პრეზენტაცია.
სკოლის დირექტორმა ქ-ნმა ქეთევან მეურმიშვილმა დეტალურად წარმოადგინა ვებ-გვერდის თითოეული დეტალი.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ისანი-სამგორის რაიონის სხვადასხვა სკოლების დირექტორები.
პრეზენტაციაზე მიწვევსითვის მადლობას ვუხდი სკოლის დირექტორს ქ-ნ ქეთევან მეურმიშვილს და ამავე სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელს ქ-ნ მანანა კავთუაშვილს.

თბილისის N97-ე საჯარო სკოლის ვებ-გვერდის მონახულება შეგიძლიათ აქ.

აგრეთვე, სკოლის ვებ-გვერდის ბმული იხილეთ რუბრიკაში "ეწვიეთ სკოლების ვებ-გვერდებს".

Tuesday, June 10, 2008

ღია გაკვეთილი თბილისის 146-ე საჯარო სკოლაში


დღეს, 2008 წლის 10 ივნისს, თბილისის 146-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე "საქართველოს მდინარეებისა და ტბების თევზები", რომელიც წარმოადგინა III კლასის მასწავლებელმა ხათუნა მძევაშვილმა.
ეს არის ამ სკოლაში ჩატარებული ასეთი ტიპის მე-3 გაკვეთილი, რომელსაც პირადად დავესწარი.
გაკვეთილი განსაკუთრებულად გამოირჩეოდა სხვადასხვა საგნების ინტეგრაციით.
ერთმანეთთან საინტერესოდ იყო დაკავშირებული ბუნებისმცოდნეობის, საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და ქართული ენის საკითხები.
ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩაბმულები სამუშაო პროცესში და კარგად იყვნენ მომზადებულები.
ჩანდა რომ მასწავლებელთან ერთად მათ ბევრი იშრომეს.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქ-ნ ხათუნას და აგრეთვე, თითოეულ მოსწავლეს, ამ საინტერესო სანახაობისთვის, მონდომებისთვის და გაკვეთილზე მიწვევისთვის.

Sunday, June 8, 2008

შეხვედრები თბილისის სხვადასხვა სკოლებში

2008 წლის 2 ივნისიდან 6 ივნისის ჩათვლით ჩატარდა შეხვედრები თბილისის სხვადასხვა სკოლებში.
კონკურსში მონაწილე მასწავლებლები კიდევ ერთხელ გაეცნენ ლემილზე მასალის განთავსების ხერხებს. დაინტერესებულმა მასწავლებლებმა კოორდინატორის დახმარებით შეძლეს მასალების სწორად განთავსება და გადაგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
შეხვედრები ჩატარდა:
თბილისის 51-ე(მთაწმინდა-კრწანისი); 67-ე(მთწმინდა-კრწანისი); 151-ე(ვაკე-საბურთალო)და 24-ე(დიდუბე-ჩუღურეთი) საჯარო სკოლებში.

Friday, May 30, 2008

შეხვედრა თბილისის 182-ე საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 30 მაისს, თბილისის 182-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა შეხვედრა ისანი-სამგორის რაიონის მასწავლებლებთან.
მონაწილეობა მიიღო 13 სკოლის 25-მა მასწავლებელმა.
მასწავლებლები გაეცნენ კონკურსის პირობებს, მუშაობის პრინციპებს და აგრეთვე, ბლოგსა და ლემილზე წარმოდგენილ მასალებს.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა 182-ე სკოლის მასწავლებელს ქ-ნ ნინო ჯინჭარაძეს, რომელიც აქტიურად მონაწილეობს შეხვედრებში და ასევე, მადლობას ვუხდი სკოლის დირექტორს, ბ-ნ არჩილ ჩხაიძეს ყურადღებისა და ასეთი მოწესრიგებული გარემოს დახვედრებისთვის.
გთავაზობთ ინფორმაციას მონაწილე სკოლებისა და მასწავლებლების შესახებ:
სკოლა N76 - სვეტლანა ანდრონიკაშვილი;
სკოლა N81 - ალა გამყრელიძე; კარინა მალიანი;
სკოლა N88 - სონიკო ფიცხელაური;
სკოლა N90 - მანანა ბეგიაშვილი;
სკოლა N117 - ირმა ნეფარიძე;
სკოლა N124 - გულიკო ფილაური;
სკოლა N146 - ნონა გოგილაშვილი;
სკოლა N157 - შორენა ლატარია; მარეხ ბასილიძე;
სკოლა N168 - თამარ გვენცაძე;
სკოლა N172 - ნელი კაკალაშვილი;
სკოლა N176 - ნათია ნანობაშვილი;
სკოლა N178 - ირინა ჩიტაძე;
სკოლა N182 - ლია მამისაშვილი; მარინა ჭიჭიბოშვილი; ჯილდა მდივნიშვილი; ინგა ჯალიაშვილი; თამარ მაჭავარიანი; ციური ქიტოშვილი; მანანა ვარამაშვილი; ნინო ჯინჭარაძე; დარეჯან ნოზაძე; ჯულიეტა მაისურაძე; ნანა ღვინიაშვილი.
იხილეთ შეხვედრის პატარა ეპიზოდი.

Wednesday, May 28, 2008

შეხვედრა თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 28 მაისს, თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში ჩატარდა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ვაკე-საბურთალოს რაიონის 8 სკოლის დაწყებითი კლასების 13-მა მასწავლებელმა.
მოხდა კონკურსის პირობების დეტალური განხილვა და აგრეთვე, მასწავლებლები გაეცნენ დაწყებითი სკოლის ბლოგსა და ლემილზე წარმოდგენილ მასალას. ნახეს, თუ როგორ ხდება ლემილზე მუშაობა და მასალის განთავსება.
გთავაზობთ ინფორმაციას მონაწილე სკოლებისა და მასწავლებლების შესახებ:
სკოლა N17 - იზოლდა სულთანიშვილი;
სკოლა N38 -
სკოლა N60 - მაია მჭედლიშვილი; მანანა ქარდავა (ინფორმატიკის მასწავლებელი); თეა თაქთაქიშვილი; მზია ხუსკივაძე;
სკოლა N122 - ნატო მახარობლიძე; ხათუნა ჩხარტიშვილი;
სკოლა N126 - ნანა ჩიტიძე;
სკოლა N151 - ეკატერინე კიკნაველიძე; ლელა შარაბიძე;
სკოლა N186 - მარინა შაროვი;
სკოლა N192 - შორენა ჯანიაშვილი; ელისო ახვლედიანი.

Tuesday, May 27, 2008

შეხვედრა თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში


დღეს, 2008 წლის 27 მაისს, თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მთაწმინდა-კრწანისის რაიონის 7 სკოლის 9 მასწავლებელმა.
მასწავლებლები დეტალურად გაეცნენ საგაკვეთილო გეგმების კონკურსის პირობებს, მასალას და მუშაობის პრინციპებს.
შედგა აგრეთვე დაწყებითი სკოლის ბლოგზე და ლემილზე, "დაწყებითი სკოლის" ჯგუფში გაერთიანებული მასალების ჩვენება-განხილვა.
გთავაზობთ ინფორმაციას მონაწილე სკოლებისა და დამსწრე მასწავლებლების შესახებ:
სკოლა N20 - ხათუნა ქობულია;
სკოლა N47 - ხათუნა ღამბაშიძე;
სკოლა N49 - ია ჯიქია;
სკოლა N50 - თამარ ფარჯანაძე; მარიამ აფხაიძე;
სკოლა N65 - მანიჟა ტაბატაძე;
სკოლა N67 - დოდო უბირია (ინფორმაციული მენეჯერი); მარი თავართქილაძე;
სკოლა N75 - ქეთევან ლალიაშვილი.
დიდ მადლობას ვუხდი 67-ე სკოლის ინფორმაციულ მენეჯერს, ქ-ნ დოდო უბირიას, რომელიც ყოველთვის მზადყოფნას გამოხატავს შეხვედრების ამ სკოლაში ჩატარებასთან დაკავშირებით.

Friday, May 23, 2008

ღია გაკვეთილი თბილისის 146-ე საჯარო სკოლაში

დღეს, 2008 წლის 23 მაისს, თბილისის 146-ე სკოლაში, II კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე "წელიწადის დროები". გაკვეთილი წარმოადგინა მასწავლებელმა ქ-ნმა ნინო ქავთარაძემ. გაკვეთილი ინტეგრირებული იყო, გაერთიანებული იყო ბუნებისმეტყველების, ქართულისა და მათემატიკის საგნობრივი ჯგუფები. წარმოდეგნილი იყო ტესტები. ბავშვები კარგად იყვნენ მომზადებულები. გაკვეთილის მასალა პროექტორის მშვეობით შუქდებოდა ეკრანზე.
ეს უკვე მეორე ასეთი ტიპის გაკვეთილია, რომელსაც ამ სკოლაში დავესწარი და იგრძნობა, რომ მასწავლებლები დაინტერესებულები არიან ახლებურად დაგეგმონ და ჩაატარონ გაკვეთილები. აღსანიშნავია სკოლის ინფორმაციული მენეჯერის მიერ გაწეული დახმარება ტექნიკური თვალსაზრისით, რაც გაკვეთილის ხარისხთან ერთად ზრდის მასწავლებელთა დაინტერესებასა და მოტივაციას.
მადლობა ქ-ნ ნინოს გაკვეთილზე მიწვევისთვის და ასევე, მადლობა თითოეულ მონაწილეს.
იხილეთ გაკვეთილის ამსახველი პატარა ეპიზოდი.

Tuesday, May 20, 2008

შეხვედრა თბილისის 1 საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 20 მაისს ჩატარდა შეხვედრა თბილისის 1 საჯარო სკოლაში.
შეხვედრას დაესწრო მთაწმინდა-კრწანისის რაიონის 6 სკოლის 8 მასწავლებელი.
გამოცხადდნენ შემდეგი სკოლების წარმომადგენლები:
სკოლები N1, 21-ე, 44-ე, 53-ე, 75-ე, 183-ე.
მასწავლებლები გაეცნენ ფონდ "ირმის ნახტომის" მიერ დაგეგმილი კონკურსის პირობებსა და მასთან დაკავშირებულ მასალებსა და სამუშაოებს.
ამასთან ერთად მოხდა დაწყებითი სკოლის ბლოგსა და ლმილზე წარმოდგენილი მასალების ჩვენება-განხილვა.

Monday, May 19, 2008

შეხვედრა თბილისის მე-100 საჯარო სკოლაში


დღეს, 2008 წლის 19 მაისს, თბილისის მე-100 საჯარო სკოლაში ჩატარდა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თბილისის, დიდუბე-ჩურურეთის რაიონის დაწყებითი სკოლის მასწავლებლებმა.
სულ შეხვედრას დაესწრო 16 სკოლის 20 მასწავლებელი. ისინი გაეცნენ ზაფხულის კონფერენციასთან დაკავშირებულ საკონკურსო პირობებს და მასალას, რომელიც გამოქვეყნებულია ბლოგსა და ლემილზე.
გთავაზობთ ინფორმაციას მონაწილე სკოლებისა და მასწავლებლების შესახებ:
სკოლა N4 - მაია აბურქანია;
სკოლა N5 - მზია მაჭავარიანი;
სკოლა N18 - ნუნუ გულდიდი;
სკოლა N19 - ლალი ურჯუკაშვილი;
სკოლა N24 - მარინა მცხვეთაძე;
სკოლა N26 - ნელი კობიაშვილი;
სკოლა N29 - მანანა მჭედლიშვილი;
სკოლა N30 - ლელა ცხადაძე;
სკოლა N100 - ნატო გურგენიძე; თამარ სამადაშვილი (ინფორმაციული მენეჯერი);
სკოლა N116 - ელენე ქამხაძე; მედეა შოგირაძე;
სკოლა N130 -
სკოლა N150 - ნელი მიქაია; მაია ბერუაშვილი;
სკოლა N155 - ნინო დეკანოსიძე;
სკოლა N166 - ნაზი ექსეულიძე; მანანა კვალიაშვილი;
სკოლა N169 - თამარ ტატიშვილი;
სკოლა N198 - ნარგიზი ბალანჩივაძე.
მადლობა სკოლის დირექტორს ქ-ნ ნანა დოლიძეს, რომელიც ყოველთვის ინტერესით ეხმაურება წინადადებებს შეხვედრებთან დაკავშირებით და ასევე, მადლობას ვუხდი სკოლის ინფორმაციულ მენეჯერს ქ-ნ თამარ სამადაშვილს.

Friday, May 16, 2008

შეხვედრა თბილისის 97-ე საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 16 მაისს, თბილისის 97-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ისანი-სამგორის რაიონის სკოლების დაწყებითი კლასების მასწავლებლები.
შეხვედრა დაეთმო როგორც მასწავლებელთა კონფერენციისა და საკონკურსო პირობების დეტალურ განხილვას, ასევე ბლოგსა და ლემილზე მოთავსებული მასალების პრეზენტაციას და ლემილზე მუშაობის პრინციპების ახსნა-ჩვენებას.
შეხვედრას დაესწრო 13 სკოლის 21 მასწავლებელი.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა სკოლის ინფორმაციული მენეჯერი ქ-ნი ნაზიბროლა ხარშილაძე.
გთავაზობთ მონაცემებს მონაწილე სკოლებისა და დამსწრე მასწავლებლების შესახებ:
სკოლა N25 - თეა დავითაშვილი;
სკოლა N40 - ლელა მამულაშვილი;
სკოლა N78 - ნელი უნდილაშვილი;
სკოლა N82 - დარეჯან მაჭარაშვილი; ნესტან გიგაშვილი;
სკოლა N83 - ქეთევან ნახუცრიშვილი;
სკოლა N84 - ნუნუ ნატროშვილი;
სკოლა N86 - მარიამ ერანოსიანი;
სკოლა N92 - ნინო ჯიღაური;
სკოლა N95 - დოდო მაზმიშვილი;
სკოლა N97 - ნაზი დვალიშვილი; ნანული აბაშიძე; მანანა კავთუაშვილი; მაყვალა საგინაშვილი; ნათელა სიხარულიძე; ლეილა ქურდიანი; ლია ბახუტაშვილი; ნაზიბროლა ხარშილაძე (ინფორმაციული მენეჯერი);
სკოლა N98 - რეგინა ავეტიანი;
სკოლა N99 - ინგა მერაბიშვილი;
სკოლა N103 - დალი კიკნაძე.
დიდი მადლობა 97-ე სკოლის მასწავლებელს ქ-ნ მანანა კავთუაშვილს ყურადღებიანი მიღებისთვის და ასევე, მადლობას ვუხდი სკოლის ინფორმაციულ მენეჯერს ქ-ნ ნაზიბროლა ხარშილაძეს მოწესრიგებული და ტექნიკურად გამართული სამუშაო გარემოსათვის.

Thursday, May 15, 2008

შეხვედრა თბილისის 114-ე საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 15 მაისს, თბილისის 114-ე საჯარო სკოლაში შედგა შეხვედრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის ზოგიერთი საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლებთან.
შეხვედრა დაიწყო მასწავლებელთა 2008 წლის ზაფხულის კონფერენციის პირობების დეტალური გაცნობით.
დამსწრე მასწავლებლები გაეცნენ ფონდ "ირმის ნახტომის" ვებ-გვერდზე მოთავსებულ დეტალურ ინფორმაციას ამ კონფერენციასთან დაკავშირებით და შემდეგ მათ დაურიგდათ ინფორმაციის ამობეჭდილი ვერსია.
ისინი აგრეთვე გაეცნენ თუ რა ფორმატით უნდა მომზადდეს საკონკურსო საგაკვეთილო გეგმა და როგორ უნდა აიტვირთოს საკონკურსო მასალა ლემილზე.
მოხდა ბლოგსა და ლემილზე მოთავსებული მასალის განხილვაც.
შეხვედრას დაესწრო 16 სკოლის 20 მასწავლებელი, მათ შორის 114-ე სკოლის ინფორმაციული მენეჯერი, ქ-ნი ელისო ნადირაძე.
გთავაზობთ მონაწილე სკოლების ჩამონათვალს წარმომადგენელი მასწავლებლების სახელებთან და გვარებთან ერთად:
სკოლა N6 - მზია ქორიძე;
სკოლა N7 - თინათინ გოგოლაძე;
სკოლა N8 - ლალი პაპოშვილი;
სკოლა N9 - მაია კვესელაძე;
სკოლა N10 - თამარ დანელია;
სკოლა N11 - ეკა სირბილაძე; ნანა გოგიჩაიშვილი;
სკოლა N12 - დოდო ხიტირი;
სკოლა N14 - ზოია ჩხაიძე;
სკოლა N15 - ქეთევან წიკლაური;
სკოლა N16 - მანანა გაბელია;
სკოლა N32 - დალი ლეჟავა;
სკოლა N79 - ზიზი ლურსმანაშვილი;
სკოლა N114 - ალექსანდრა კვესელავა; ელისო ნადირაძე (ინფორმაციული მენეჯერი);
სკოლა N115 - ქეთევან გრძელიშვილი; ეკა ზაზაშვილი;
სკოლა N118 - ზინაიდა ზადიშვილი;
სკოლა N119 - გულნაზი ლაზვიაშვილი;
სკოლა N129 - დალი დვალიძე.

Wednesday, May 14, 2008

ღია გაკვეთილი თბილისის 146-ე საჯარო სკოლაში


დღეს, 2008 წლის 14 მაისს, თბილისის 146-ე სკოლის პირველ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე "საქართველოს მეფეები". ღონისძიება წარმოადგინა ამ სკოლის მასწავლებელმა ნონა გოგილაშვილმა. მონაწილეობდნენ პირველი კლასის მოსწავლეები, რომლებიც ძალიან კარგად იყვნენ მომზადებულები და ძალიან აქტიურობდნენ. გაკვეთილი რამოდენიმე ეტაპად იყო დაყოფილი. გამოყენებული იყო ტესტები,სახალისო თამაში, ჩატარდა ვიქტორინა. გაკვეთილისთვის გამოყენებული მასალა (ფოტოები, ტესტები, შეკითხვები და პასუხები) პროექტორის მეშვეობით ნაჩვენები იყო ეკრანზე. გაკვეთილი ძალიან კარგად იყო დაგეგმილი და ამდენად ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. აღსანიშნავია ის, რომ პირველ კლასში ასეთი მასალის გამოყენება ხანგრძლივ მუშაობას მოითხოვს, რასაც ქ-ნმა ნონამ მშვენივრად გაართვა თავი. დიდი მადლობა მას ამ სამუშაოს ჩატარებისთვის და ღონისძიებაზე მიწვევისთვის.
ფოტოებისა და ვიდეოს მეშვეობით იხილეთ ღონისძიების ამსახველი ეპიზოდები.

Tuesday, May 13, 2008

შეხვედრა თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში


დღეს, 2008 წლის 13 მაისს ჩატარდა შეხვედრა თბილისის 67-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლებთან.
შეხვედრა ძირითადად დაეთმო ფონდ "ირმის ნახტომის" 2008 წლის ზაფხულის კონფერენციის პირობების გაცნობას.
მასწავლებლები გაეცნენ კონფერენციასთან დაკავშირებულ დაწვრილებით ინფორმაციას.
ნახეს თუ რა ფორმატით და როგორ ხდება საგაკვეთილო გეგმის გამოქვეყნება და გაგზავნა.
შემდეგ მოხდა ბლოგზე დამატებული სიახლეების პრეზენტაცია.
შეხვედრას ესწრებოდა 67-ე სკოლის 5 მასწავლებელი:
ეკა ფეიქრიშვილი;
დოდო უბირია (ინფორმაციული მენეჯერი);
ლია სამხარაძე;
ზეინაბ არაბული;
ხათუთი ხვედელიძე.

Thursday, May 8, 2008

ღონისძიება თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 8 მაისს, თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება "ანბანის გაცილება", რომელიც წარმოადგინა ამ სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ქ-ნმა ეკა ფეიქრიშვილმა.
მოსწავლეები ამბობდნენ ლექსებს ქართულ ანბანზე. მათ შეასრულეს სიმღერები და ცეკვები.
მასწავლებელმა ღონისძიებაში გამოიყენა დაწყებითი სკოლის ბლოგზე წარმოდგენილი მასალა - დასურათებული ქართული ანბანი, რომელიც პროექტორის მეშვეობით გაშუქდა ეკრანზე და ფონად დაედო მოსწავლეების მიერ წარმოთქმულ ლექსებს.
ღონისძიება ტექნიკურად უზრუნველყო სკოლის ინფორმაციულმა მენეჯერმა ქ-ნმა დოდო უბირიამ.
დიდი მადლობა ეკა ფეიქრიშვილს ღონისძიებაზე მიწვევისთვის და იმ მასალის გამოყენებისთვის, რომელსაც ის გაეცნო ჩემს მიერ ჩატარებული შეხვედრების დროს.
მადლობა მოსწავლეებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ღონისძიებაში.
იხილეთ ღონისძიების ამსახველი პატარა ეპიზოდი.

Wednesday, May 7, 2008

შეხვედრა თბილისის 165-ე საჯარო სკოლაში


დღეს, 2008 წლის 7 მაისს ჩატარდა შეხვედრა თბილისის 165-ე საჯარო სკოლაში, რომელსაც დაესწრო ამ სკოლის 4 მასწავლებელი და ინფორმაციული მენეჯერი.
გთავაზობთ მონაწილე მასწავლებლების სახელებსა და გვარებს:
ნათელა მესხი;
ლამარა მუსერიძე;
ნინო ხაბეიშვილი;
თეა ავალიანი;
თამუნა ნინიკაშვილი (ინფორმაციული მენეჯერი).
სამწუხაროდ, სხვა სკოლებიდან მოწვეული მასწავლებლები ვერ გამოცხადდნენ არჩევნებთან დაკავშირებული შეხვედრებისა და ღონისძიებების გამო.
მასწავლებლები გაეცნენ ინფორმაციას 2008 წლის ზაფხულის კონფერენციასთან დაკავშირებით, რომელიც მოთავსებულია დაწყებითი სკოლის ბლოგზე, ასევე გაეცნენ აქვე წარმოდგენილ მასალას და ლემილზე მოთავსებულ ნამუშევრებსა და მასზე მუშაობის პრინციპებს.

Tuesday, May 6, 2008

"სამეფო უბნის" თეატრში გამართული აქცია "გაცოცხლებული ნახატები"




დღეს, 2008 წლის 6 მაისს, "სამეფო უბნის" თეატრში გაიმართა ძალიან საინტერესო აქცია "გაცოცხლებული ნახატები".
აქცია ჩატარდა სტუდია "ტელევეზირის" ორგანიზებით.
"ტელევეზირი" არის პროექტი, რომლის ავტორი და რეჟისორია ბ-ნი ნოდარ ბეგიაშვილი.
პროექტის შექმნა განაპირობა ბავშვის მიერ დახატულმა ტელევიზორის ჩარჩოში მოქცეულმა სასაცილო კაცუნამ, რომელიც შემდგომში გაცოცხლდა და საფუძველი ჩაუყარა სხვა ბავშვების მიერ შექმნილი ნახატების გაცოცხლებასაც.
დღევანდელი აქციის განმავლობაში წარმოდგენილი იყო ბავშვების ნახატებით და მათივე გახმოვანებით დამზადებული ანიმაციური ფილმი "შავი ზღვა", აგრეთვე ფილმი, რომელშიც ნაჩვენები იყო რამოდენიმე წლის წინ ჩატარებული მსგავსი აქციის ამსახველი კადრები.
ამასთან ერთად, ბავშვები კითხულობდნენ მათ მიერ დაწერილ ლექსებსა და მოთხრობებს და შემდეგ ისინი განაწილდნენ მაგიდებთან, სადაც მათთვის მომზადებული იყო სახატავი ფურცლები და ფანქრები იმისთვის, რომ მათ შეექმნათ ნახატები, რომლებიც იქვე გაცოცხლდებოდა კომპიუტერის მეშვეობით.
ნახატები ძირითადად შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" თემაზე უნდა შექმნილიყო, თუმცა ბავშვები შეზღუდულები არ იყვნენ მათი სურვილის მიხედვით შეერჩიათ ნახატის თემა.
რაც შეეხება ჩემს ამ აქციაზე მიწვევას, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 169-ე სკოლის მასწავლებელმა, ქ-ნმა ლეილა ხიჩაკაძემ მთხოვა გამეგზავნა მისი შვილის ნახატები ამ პროექტისთვის.
ქ-ნი ლეილა პროექტს გაეცნო დაწყებითი სკოლის მასწავლებლებთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს ბლოგის პრეზენტაციის შედაგად, სადაც მითითებულია ამ პროექტის ვებ-გვერდის მისამართი სათაურით "გააცოცხლეთ თქვენი ნახატები".
ის დაინტერესდა და ელექტრონული ფოსტით გამომიგზავნა 3 ნახატი, რომლებიც მე გადავუგზავნე ბ-ნ ნოდარ ბეგიაშვილს, მისგან კი პასუხად მივიღე შეტყობინება, რომლის შედეგადაც აღმოვჩნდი დღევანდელ აქციაზე.
დიდი მადლობა ბ-ნ ნოდარს მიწვევისთვის და აგრეთვე, ქ-ნ ლეილა ხიჩაკაძეს, რომელიც დაინტერესდა პროექტით და გადაწყვიტა მასში მონაწილეობის მიღება.
როგორც ბატონმა ნოდარმა მომწერა, ამჟამად მუშაობენ ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ოპერაზე "ჯადოსნური ფლეიტა" და პროექტში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
ამისთვის საჭიროა ბავშვებს მოასმენინოთ ეს ოპერა ან ესაუბროთ მასზე, შემდეგ მათ დახატონ მოქმედი პერსონაჟები, რომლებიც შემდგომში გაცოცხლდებიან.
ასევე შეუძლიათ იმღერონ არიები ამ ოპერიდან და დაუკრან კიდეც.
პროექტ "ტელევეზირის" შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მოცემულია ვებ-გვერდზე "ტელევეზირი". რუბრიკაში "გამოგვიგზავნეთ" იხილავთ დაწვრილებით საკონტაქტო ინფორმაციას, თუ როგორ და სად გააგზავნოთ ნახატები, ხოლო გაცოცხლებული ნახატების დასათვალიერებლად დააწკაპეთ სათაურზე "გაცოცხლებული ნახატები".
გისურვებთ წარმატებებს!
იხილეთ დღევანდელი აქციის ამსახველი ფოტო და ვიდე მასალა.

Monday, May 5, 2008

შეხვედრა თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 5 მაისს შედგა შეხვედრა თბილისის 116-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლებთან. შეხვედრას დაესწრო ამ სკოლის 14 მასწავლებელი, მათ შორის, სკოლის ინფორმაციული მენეჯერი ბ-ნი დათო ფერაძე.
შეხვედრა ბლოგის პრეზენტაციით დაიწყო, ხოლო შემდეგ მასწავლებლები გაეცნენ ლემილზე მოთავსებულ მასალებს და ნახეს თუ როგორ უნდა განათავსონ ესა თუ ის მასალა.
ყურადღებისთვის დიდ მადლობას ვუხდი სკოლის დირექტორს ბ-ნ დიმიტრი მეჭურჭლიშვილს და ამავე სკოლის მასწავლებელს ქ-ნ თამარ რუხაძეს.

Monday, April 21, 2008

შეხვედრა თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 21 აპრილს, ჩატარდა შეხვედრა თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 2 სკოლის 6 მასწავლებელმა.
გთავაზობთ მონაცემებს მათ შესახებ:
სკოლა N24 - მანანა მესხი; ლიანა ბედინაძე; ანა წაქაძე (ინფორმაციული მენეჯერი); ტატიანა შათირიშვილი;
სკოლა N31 - ბაბულია ქუმსიაშვილი; სულიკო შეყილაძე.
მასწავლებლები გაეცნენ ბლოგზე და ლემილზე წარმოდგენილ მასალას.
დიდი მადლობა სკოლის ინფორმაციულ მენეჯერს ქ-ნ ანა წაქაძეს ყურადღებიანი მიღებისთვის.

Saturday, April 19, 2008

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის, ირინა სიხარულიძის მიერ ჩატარებული ღონისძიება

2008 წლის 18 აპრილს, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მასწავლებელმა ქ-ნმა ირინა სიხარულიძემ წარმოადგინა ძალიან საინტერესო ღონისძიება, რომელიც ეხმაურებოდა ფონდ "ირმის ნახტომის" კონკურსს "ჩემი გარემო".
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-4 კლასის მოსწავლეები, რომლებმაც წარმოადგინეს სხვადასხვა პროექტები: "ჩემი ოცნების ზოოპარკი", "ჩემი ოცნების ტურბაზა", "საქართველო სიღარიბის გარეშე". ერთ-ერთმა მოსწავლემ თავისი პროექტი რაჭის კურორტების კეთილმოწყობას დაუკავშირა, მეორემ კი ორხევის გალამაზების გეგმა შემოგვთავაზა.
ბავშვები პროექტორის მეშვეობით ეკრანზე აშუქებდნენ მათ მიერ მომზადებულ პროექტებს, რომლებსაც თან ახლდა ფოტომასალა და ნახატები.
ღონისძიების ტექნიკური საკითხების მოწესრიგებას ხელი შეუწყო სკოლის ინფორმაციულმა მენეჯერმა ქ-ნმა თამარ ვერულაშვილმა.
ღონისძიება სპექტაკლით დასრულდა.
ბავშვების ნამუშევრები ძალიან საინტერესოდ იყო წარმოდგენილი.
დიდი მადლობა ქ-ნ ირინა სიხარულიძეს და თითოეულ მოსწავლეს, რომლებმაც შემოგვთავაზეს ასეთი საინტერესო სანახაობა, რომელშიც, დარწმუნებული ვარ, მათ უზარმაზარი შრომა და ენერგია დახარჯეს.
დიდი მადლობა ქ-ნ ირინა სიხარულიძეს ღონისძიებაზე მიწვევისთვის.
იხილეთ ღონისძიების ამსახველი ფოტოები.

Thursday, April 17, 2008

შეხვედრა თბილისის 181-ე საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 17 აპრილს, ჩატარდა შეხვედრა თბილისის 181-ე საჯარო სკოლაში.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო გლდანი-ნაძალადევის რაიონის 4 სკოლის 5-მა მასწავლებელმა.
გთავაზობთ ინფორმაციას მათ შესახებ:
სკოლა N159 - ნანა კვირიკაშვილი;
სკოლა N174 - მანანა ივანიძე;
სკოლა N177 - ნელი ლანჩავაშვილი;
სკოლა N181 - ლია ნაცვალაძე; ლალი მაისურაძე.
მასწავლებლები გაეცნენ ბლოგსა და ლემილზე წარმოდგენილ მასალას.

Monday, April 14, 2008

შეხვედრა თბილისის მე-18 საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 14 აპრილს, ჩატარდა შეხვედრა თბილისის მე-14 საჯარო სკოლაში. მონაწილეობა მიიღო დიდუბე-ჩუღურეთის 2 სკოლის 8 მასწავლებელმა.
დიდი მადლობა სკოლის დირექტორს ქ-ნ თამილა მუსერიძეს, რომელმაც ინტერესი გამოიჩინა და კეთილგანწყობილი გარემო დაგვახვედრა.
შეხვედრის პირველი ნახევარი დაეთმო ბლოგისა და ლემილის პრეზენტაციას, ხოლო მასალის გაცნობის შემდეგ მასწავლებლებმა იმუშავეს კომპიუტერებთან, გაიარეს რეგისტრაცია ლემილზე და ქართული ელექტრონული ფოსტის ვებ-გვერდზე.
გთავაზობთ ინფორმაციას მონაწილე სკოლებისა და მასწავლებლების შესახებ:
სკოლა N18 - ქეთინო ანდღულაძე; მარინა ჯაში; ეთერი მარგველაშვილი; ლელა წიკლაური; მერი ჯოჯუა;
სკოლა N19 - თამარ გოგაძე; ლიანა ხოჭოლავა; ნატალია გიორგაძე.
იხილეთ შეხვედრის ამსახველი პატარა ვიდეომასალა.

Friday, April 11, 2008

შეხვედრა თბილისის 145-ე საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 11 აპრილს, ჩატარდა შეხვედრა თბილისის 145-ე საჯარო სკოლაში.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ისანი-სამგორის რაიონის 6 სკოლის 22-მა მასწავლებელმა.
დიდი მადლობა 145-ე სკოლის დირექტოს, ქ-ნ ნინო ნატროშვილს, რომელმაც ყურადღებით მიგვიღო და მოწესრიგებული გარემო დაგვახვედრა.
შეხვედრა ბლოგისა და ლმილის პრეზენტაციით დაიწყო და გაგრძელდა ლმილზე მუშაობით.
მასწავლებლები დარეგისტრირდნენ ელექტრონული ფოსტის ვებ-გვერდზეც.
იხილეთ მონაწილე სკოლებისა და მასწავლებლების სია:
სკოლა N110 - გაიანე დავოიანი; ალა გორბატენკო;
სკოლა N111 - მაია ცერცვაძე;
სკოლა N117 - თეა კოკაია; ირმა ნეფარიძე;
სკოლა N131 - ინგა მაკოევა; არმინე ოვაკიმიანი; ელენე გრიგორიანი; ლაურა რუშანიანი;
სკოლა N139 - ბელა გოგსაძე; ეკა წერეთელი;
სკოლა N145 - დიანა ჩინჩალაძე; შორენა მაისურაძე; როზმარი ბერულაშვილი; მარინა შავლაძე; დოდო კვირცხალია; ლამარა ბარამაშვილი; ლია გაბლიანი; ნანა ბარბაქაძე; ხათუნა გულიაშვილი (ინფორმაციული მენეჯერი); ქეთევან ჯანიბეგაშვილი; ეთერი კუნდუხაშვილი.
იხილეთ ვიდეო.

Thursday, April 10, 2008

შეხვედრა თბილისის 133-ე საჯარო სკოლაში


დღეს, 2008 წლის 10 აპრილს, ჩატარდა შეხვედრა თბილისის 133-ე საჯარო სკოლაში.
მონაწილეობა მიიღო 2 სკოლის 3-მა მასწავლებელმა.
მადლობას ვუხდი სკოლის ინფორმაციულ მენეჯერს, თეა ტარყაშვილს ყურადღებიანი მიღებისთვის.
მასწავლებლები გაეცნენ ბლოგზე და ლემილზე წარმოდგენილ მასალას.
გთავაზობთ ინფორმაციას მონაწილე სკოლებისა და დამსწრე მასწავლებლების შესახებ:
სკოლა N132 - ყაზიშვილი ლარისა; არუთინოვა გაიანე;
სკოლა N133 - ტარყაშვილი თეა (ინფორმატიკის მასწავლებელი).

Tuesday, April 8, 2008

შეხვედრა თბილისის 72-ე საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 8 აპრილს, თბილისის 72-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 6 სკოლის 13-მა მასწავლებელმა.
შეხვედრა ბლოგისა და ლემილის პრეზენტაციით დაიწყო, ხოლო შემდეგ მასწავლებლებმა იმუშავეს კომპიუტერებთან.
გთავაზობთ მონაცემებს სკოლებისა და დამსწრე მასწავლებლების შესახებ:
სკოლა N72 - ნაირა ვართანოვი; ნაირა ნატროშვილი;
სკოლა N75 - ნანა ეფრემიძე; მანანა სვანიძე; მარინა ჯელაძე; ქეთევან ლალიაშვილი;
სკოლა N104 - გულნარა არუთინოვი;
სკოლა N144 - მაკა კორსავა; მაია ჭანტურია;
სკოლა N153 - მარიამ შანიძე; თამარ კაპანაძე;
სკოლა N183 - ლავერა ისაკაძე; ეთერ ნაზღაიძე.
იხილეთ ვიდეო.

Friday, April 4, 2008

შეხვედრა თბილისის 96-ე საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 4 აპრილს, ჩატარდა შეხვედრა თბილისის 96-ე საჯარო სკოლაში, სადაც შეიკრიბა თბილისის, ისანი-სამგორის რაიონის 7 სკოლის 13 მასწავლებელი.
ისინი გაეცნენ ბლოგს და იმუშავეს ლემილზე.
გთავაზობთ მონაცემებს მათ შესახებ:
სკოლა N95 - მარინე ოვსეპიანი; ეპრაქსია ბაღდასარიანი;
სკოლა N96 - ეკატერინე მარგალიტაძე; თამარ ნინუაშვილი;
სკოლა N97 - მანანა კავთუაშვილი; ლია წიგნაძე;
სკოლა N103 - ლალი თეთრაძე;
სკოლა N105 - მაია მოდებაძე; მანანა ღამბაშიძე;
სკოლა N106 - რიტა ყიფშიძე; მარინა კუპატაძე;
სკოლა N107 - თეა აბაშვილი; ციცინო კირთაძე.
იხილეთ ვიდეო.

Thursday, April 3, 2008

შეხვედრა თბილისის 112-ე საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 3 აპრილს, ჩატარდა შეხვედრა თბილისის 112-ე საჯარო სკოლაში.
შეხვედრას დაესწრო გლდანი-ნაძალადევის რაიონის 5 სკოლის 9 მასწავლებელი.
ყურადღებისთვის მადლობას ვუხდი სკოლის დირექტორს ქ-ნ ნინო თაბაგარს და, ასევე, მადლობას ვუხდი სკოლის ინფორმაციულ მენეჯერს ქ-ნ ნანი წულუკიძეს შეხვედრაში ინტერესით ჩართვისთვის და გაწეული დახმარებისთვის.
გთავაზობთ ინფორმაციას სკოლებისა და მასწავლებლების შესახებ:
სკოლა N112 - ლელა ხელისუფალი; ნანი წულუკიძე (ინფორმაციული მენეჯერი);
სკოლა N114 - მაკა სეფიაშვილი; ანა ქიტუაშვილი;
სკოლა N115 - თეა მიგრიაული; ნინო წვერავა;
სკოლა N118 - ხათუნა ბერძენიშვილი;
სკოლა N119 - გულნაზი ლაზვიაშვილი; რუსუდან რურუა.
შეხვედრა დაიწყო ბლოგის პრეზენტაციით და გაგრძელდა ლემილზე რეგისტრაციით და მასალის მოთავსების მცდელობით. მასწავლებლები დარეგისტრირდნენ ასევე ელექტრონული ფოსტის ვებ-გვერდზე.
დაიგეგმა შემდეგი შეხვედრა.
იხილეთ ვიდეო.