"ირმის ნახტომი" ... დროსა და სივრცეში!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

რესურსები დაწყებითი სკოლისთვის

Friday, June 13, 2008

თბილისის 97-ე საჯარო სკოლის ვებ-გვერდის პრეზენტაცია

დღეს, 2008 წლის 13 ივნისს, თბილისის 97-ე საჯარო სკოლაში გაიმართა სკოლის ვებ-გვერდის პრეზენტაცია.
სკოლის დირექტორმა ქ-ნმა ქეთევან მეურმიშვილმა დეტალურად წარმოადგინა ვებ-გვერდის თითოეული დეტალი.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ისანი-სამგორის რაიონის სხვადასხვა სკოლების დირექტორები.
პრეზენტაციაზე მიწვევსითვის მადლობას ვუხდი სკოლის დირექტორს ქ-ნ ქეთევან მეურმიშვილს და ამავე სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელს ქ-ნ მანანა კავთუაშვილს.

თბილისის N97-ე საჯარო სკოლის ვებ-გვერდის მონახულება შეგიძლიათ აქ.

აგრეთვე, სკოლის ვებ-გვერდის ბმული იხილეთ რუბრიკაში "ეწვიეთ სკოლების ვებ-გვერდებს".

Tuesday, June 10, 2008

ღია გაკვეთილი თბილისის 146-ე საჯარო სკოლაში


დღეს, 2008 წლის 10 ივნისს, თბილისის 146-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე "საქართველოს მდინარეებისა და ტბების თევზები", რომელიც წარმოადგინა III კლასის მასწავლებელმა ხათუნა მძევაშვილმა.
ეს არის ამ სკოლაში ჩატარებული ასეთი ტიპის მე-3 გაკვეთილი, რომელსაც პირადად დავესწარი.
გაკვეთილი განსაკუთრებულად გამოირჩეოდა სხვადასხვა საგნების ინტეგრაციით.
ერთმანეთთან საინტერესოდ იყო დაკავშირებული ბუნებისმცოდნეობის, საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და ქართული ენის საკითხები.
ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩაბმულები სამუშაო პროცესში და კარგად იყვნენ მომზადებულები.
ჩანდა რომ მასწავლებელთან ერთად მათ ბევრი იშრომეს.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქ-ნ ხათუნას და აგრეთვე, თითოეულ მოსწავლეს, ამ საინტერესო სანახაობისთვის, მონდომებისთვის და გაკვეთილზე მიწვევისთვის.

Sunday, June 8, 2008

შეხვედრები თბილისის სხვადასხვა სკოლებში

2008 წლის 2 ივნისიდან 6 ივნისის ჩათვლით ჩატარდა შეხვედრები თბილისის სხვადასხვა სკოლებში.
კონკურსში მონაწილე მასწავლებლები კიდევ ერთხელ გაეცნენ ლემილზე მასალის განთავსების ხერხებს. დაინტერესებულმა მასწავლებლებმა კოორდინატორის დახმარებით შეძლეს მასალების სწორად განთავსება და გადაგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
შეხვედრები ჩატარდა:
თბილისის 51-ე(მთაწმინდა-კრწანისი); 67-ე(მთწმინდა-კრწანისი); 151-ე(ვაკე-საბურთალო)და 24-ე(დიდუბე-ჩუღურეთი) საჯარო სკოლებში.