2008 წლის 21 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით ფონდ „ირმის ნახტომში“ ჩატარდა სემინარები დაწყებითი სკოლის მასწავლებლებისთვის, სადაც ამავე საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელთა ქსელის კოორდინატორმა გააცნო მათ „ირმის ნახტომის“ ახალი პროექტი სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრაციის შესახებ და წარუდგინა სპეციალურად მათთვის დამზადებული ბლოგი მასზე არსებული ინფორმაციით. შედგა LeMill-ის პრეზენტაცია, სასწავლო ვებ-გვერდებისა და საგაკვეთილო გეგმების ჩვენება, ასევე, მსგავსი სამუშაოს ჩატარების შესახებ თანდართული ინსტრუქციების გაცნობა მასწავლებლებისთვის შემდგომი მუშაობის გაადვილების მიზნით.
შეხვედრები ჩატარდა თბილისის მასშტაბით და მონაწილეობა მიიღო ხუთივე რაიონის სკოლებმა, რომლებიც შემდეგნაირად გადანაწილდა:
21/22 იანვარი - დიდუბე/ჩუღურეთის რაიონის სკოლებიდან გამოცხადდა 20 და არ გამოცხადდა 9 სკოლა.
23/24 იანვარი - მთაწმინდა/კრწანისის რაიონის სკოლებიდან გამოცხადდა 18 და არ გამოცხადდა 7 სკოლა.
25/28 იანვარი - ვაკე-საბურთალოს სკოლებიდან გამოცხადდა 13 და არ გამოცხადდა 16 სკოლა.
29/30/31 იანვარი - გლდანი/ნაძალადევის რაიონის სკოლებიდან გამოცხადდა 26 და არ გამოცხადდა 26 სკოლა.
1/4/5 თებერვალი - ისანი/სამგორის რაიონის სკოლებიდან გამოცხადდა 25 და არ გამოცხადდა 25 სკოლა.შეხვედრას დაესწრო ასევე აგარის სკოლის მასწავლებელიც.შემდეგი შეხვედრები იგეგმება 18 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით თბილისის სხვადასხვა სკოლებში. მონაწილეობას მიიღებენ მასწავლებლები, რომლებიც დაესწრნენ აღნიშნულ სემინარებს და ასევე იმ სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლები, რომელ სკოლაშიც დაიგეგმა შემდგომი შეხვედრები.
აღნიშნული პროექტი გათვალისწინებულია ყველა სკოლისთვის ჯერ თბილისში ხოლო შემდგომში რეგიონებშიც. ამიტომ შეხვედრები კვლავ დაიგეგმება და გაგრძელდება ყველა სკოლის პროექტში ჩართვის მიზნით.
მადლობას მოგახსენებთ ყველას, ვინც გამოიჩინა ინტერესი და ასევე მათ, ვინც დაინტერესდება მომავალში.