ამ რუბრიკაში იხილავთ ინსტრუქციებს LeMill-ის გამოყენების შესახებ: როგორ დარეგისტრირდეთ, როგორ განათავსოთ თქვენი მასალა, როგორ შექმნათ ახალი რესურსი და გაგზავნოთ ელ-ფოსტით თქვენს მიერ გამოქვეყნებული საგაკვეთილო გეგმა. ასევე მოცემულია საგაკვეთილო გეგმის ნიმუში, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ თქვენი გაკვეთილის გეგმა თქვენს მიერ არჩეული თემის შესაბამისად.