"ირმის ნახტომი" ... დროსა და სივრცეში!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

რესურსები დაწყებითი სკოლისთვის

Friday, March 21, 2008

შეხვედრა თბილისის 83-ე საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 21 მარტს, თბილისის 83-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ თბილისის ისანი-სამგორის რაიონის დაწყებითი სკოლის მასწავლებლები.
მიუხედავად ტექნიკური შეფერხებებისა, რამაც ხელი შეუშალა მასწავლებლების მუშაობას კომპიუტერებთან, შეხვედრა აქტიურად წარიმართა. მასწავლებლები ინტერესით გაეცნენ ბლოგზე წარმოდგენილ ძველსა და ახალ მასალას და ასევე, LeMill-ზე მოთავსებულ მასალებს.
მადლობას ვუხდი 83-ე სკოლის დირექტორს და დაწყებითი სკოლის მასწავლებლებს, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო დღევანდელ შეხვედრაში.
შეხვედრას დაესწრო ისანი-სამგორის რაიონის 5 სკოლის 21 მასწავლებელი.
გთავაზობთ მონაწილე სკოლებისა და მასწავლებლების სიას:
სკოლა N40 - ელნაზი ზაზაშვილი; ლელა მამულაშვილი;
სკოლა N76 - მაია ჩხიკვაძე; მაია გამეზარდაშვილი;
სკოლა N77 - ფატი როსტომაშვილი; ქეთევან ეხიტაშვილი;
სკოლა N82 - დარეჯან მაჭარაშვილი; მარიკა კვირკველია;
სკოლა N83 - მანანა ბასილაშვილი; მანანა პაპაშვილი; შორენა ყაჩმაზაშვილი; ვალენტინა შამინა; ქეთევან ნახუცრიშვილი; ანეტა კალანდაძე; ია ტოკლიკიშვილი; ფატმან დვალაშვილი; ლელა ხარატიშვილი; ელა სარქისიანი; ნანი გორელიშვილი; ნერა ხარატიშვილი; ნინელი სიბაშვილი.

Wednesday, March 19, 2008

შეხვედრა თბილისის 54-ე საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 19 მარტს, თბილისის 54-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ვაკე-საბურთალოს რაიონის 6 სკოლის 18-მა მასწავლებელმა.
შეხვედრა აქტიურად წარიმართა, რასაც ხელი შეუწყო მოწესრიგებულმა და ტექნიკურად გამართულმა გარემომ. მადლობას ვუხდი სკოლის დირექტორს ქ-ნ ზინა წერეთელს, სკოლის ინფორმაციულ მენეჯერს ნონა გოგატიშვილს და ამ სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელს ანნა რამიშვილს, რომელიც პირველივე შეხვედრიდან მონაწილეობს პროექტში და გამოხატავს დაინტერესებას.
გთავზობთ მონაწილე სკოლებისა და მასწავლებლების სიას:
სკოლა N17 - ლალი სულუხია; იზოლდა სულთანიშვილი; ლალი ჭანკვეტაძე;
სკოლა N35 - თინა ზანქაიძე; მზია მეგრელიშვილი;
სკოლა N54 - ცისანა დარახველიძე; შორენა ჯოხაძე; თინა ნიკოლაძე; ლიზა კვიწინაძე; ანნა რამიშვილი; ხატია გელაძე; რუსუდან ლაღიძე; ნონა გოგატიშვილი (ინფორმაციული მენეჯერი);
სკოლა N56 - შორენა თოფურია; მარიზა მიქელაძე;
სკოლა N57 - მარინე გაფრინდაშვილი; ნელი საბანაძე; ლია ადამაშვილი;

შეხვედრა დაიწყო ბლოგის პრეზენტაციით, მასზე წარმოდგენილი ძველი და ახალი მასალის ჩვენებით.
შემდეგ მასწავლებლები დარეგისტრირდნენ ელექტრონული ფოსტის ვებ-გვერდზე და ასევე, გაიარეს რეგისტრაცია LeMill-ზე, გაეცნენ სხვა მასწავლებლების მიერ მოთავსებულ მასალებს და ინტერნეტში მასალის ატვირთვისთვის შესასრულებელ სამუშაოს.
დაიგეგმა შემდეგი შეხვედრა, რომელიც 23 აპრილს ჩატარდება თბილისის 56-ე საჯარო სკოლაში.
იხილეთ ვიდეო.

Tuesday, March 18, 2008

შეხვედრა თბილისის 1 საჯარო სკოლაში


დღეს, 2008 წლის 18 მარტს ჩატარდა შეხვედრა თბილისის 1 საჯარო სკოლაში.
მონაწილეობა მიიღო 3 სკოლის 8 მასწავლებელმა.
გთავაზობთ მონაწილე სკოლებისა და წარმომადგენელი მასწავლებლების სიას:
სკოლა N20 - მაია ლოლიშვილი; ნინო სალუქვაძე;
სკოლა N21 - ბელა რამიშვილი; ნინო ჭანიშვილი; ნინო ურიდია;
სკოლა N28 - სოფია ბარათელი; ლია ცერცვაძე; ქეთინო მელიქიშვილი;

მასწავლებლები გაეცნენ ბლოგს, დარეგისტრირდნენ LeMill-ზე და ელექტრონული ფოსტის ვებ-გვერდზე.
იხილეთ ვიდეო.

Monday, March 17, 2008

შეხვედრების მე-3 ციკლი - შეხვედრა თბილისის მე-19 საჯარო სკოლაში


დღეს, 2008 წლის 17 მარტს, თბილისის მე-19 საჯარო სკოლაში ჩატარდა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის 7 სკოლის 30-მა მასწავლებელმა.
მე-19 სკოლის მასწავლებლებისა და დირექციის ხელშწყობით შეხვედრამ ძალიან მოწესრიგებულად და მუშაობისთვის შესაბამის გარემოში ჩაიარა.
ტექნიკურად გამართულმა კომპიუტერებმა ხელი შეუწყო შეხვედრის ხარვეზების გარეშე წარმართვას, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ამ სკოლის ინფორმაციულ მენეჯერს ბ-ნ არჩილ თვალავაძეს და ამავე სკოლის XI(4) კლასის მოსწავლეს დიმიტრი აბრამიანს, რომელიც როგორც მასწავლებლებმა და არჩილმა აღნიშნეს აქტიურად არის ჩართული ინფორმატიკული საკითხების მოგვარებაში და ინფორმაციულ მენეჯერთან ერთად აწესრიგებს ტექნიკურ პრობლემებს.
დიმიტრიმ ამ შეხვედრაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდი მას მადლობას.
ამ სკოლის მასწავლებელთა მხრიდან იგრძნობოდა დაინტერესება პროექტთან დაკავშირებული საკითხებით: ბლოგის სიახლეები, LeMill-ზე მასალის მოთავსება და ა.შ.
გთავაზობთ მონაწილე სკოლებისა და დამსწრე მასწავლებლების სიას:
სკოლა N2 - ლია ესებუა; ირმა მარგველაშვილი; იზო ამანათიძე;
სკოლა N3 - ინეზა ბაბუაძე; ნანა სიდამონიძე; ზემფირა ჩადუნელი;
სკოლა N4 - ესწრებოდა 3 მასწავლებელი, რომლებსაც გვარები არ დაუფიქსირებიათ სარეგისტრაციო ფორმაში;
სკოლა N5 - თამარ გამდლიშვილი; მაია თოდაძე;
სკოლა N18 - ლია სოზაშვილი; ნუნუ გულდედავა; ქეთევან ანდღულაძე;
სკოლა N19 - ნანა მუშკუდიანი; მანანა დავითაძე; ლალი ურჯუკაშვილი; არჩილ თვალავაძე (ინფორმაციული მენეჯერი); თამარ გოგაძე; ზინაიდა კანდელაკი; ლარისა იარინა; ლიანა ხოჭოლავა; თამარ კირვალიძე; ლელა ჯანჯღავა; ელენე ბურდული; მანანა მარჯანიძე; ნატო გიორგაძე; ლამარა ლომთათიძე;
სკოლა N22 - მაია ლაზარიაშვილი; ქეთევან ძაძამია;

მთლიანობაში გამოცხადდა 7 სკოლის 30 მასწავლებელი.
შეხვედრა დაიწყო ბლოგზე წარმოდგენილი სიახლეებისა და ასევე, უკვე არსებული ვებ-გვერდების პრეზენტაციით და გაგრძელდა LeMill-ზე მასწავლებელთა რეგისტრაციით და მასზე მასალის მოთავსების მცდელობით.
მასწავლებლები, რომლებსაც არ ჰქონდათ დარეგისტრირებულები ელექტრონული ფოსტის მისამართ, მათ გაიარეს რეგისტრაცია ქართულენოვან ვებ-გვერდზე www.posta.ge
შეხვედრის ბოლოს დაიგეგმა შემდეგი შეხვედრა, რომელიც იგივე სკოლებისთვის დაიგეგმა 14 აპრილს.
შეხვედრა სავარაუდოდ ჩატარდება თბილისის მე-4 საჯარო სკოლაში. აღნიშნულ სკოლაში ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში შეხვედრას უმასპინძლებს თბილისის მე-18 საჯარო სკოლა და მასში მონაწილეობას მიიღებენ დღევანდელ შეხვედრაში მონაწილე სკოლების ის მასწავლებლები, რომლებსაც არც ერთ აქამდე გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
იხილეთ შეხვედრის პატარა მონაკვეთის ამსახველი ვიდეო მასალა.