"ირმის ნახტომი" ... დროსა და სივრცეში!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

რესურსები დაწყებითი სკოლისთვის

Sunday, April 5, 2009

საინტერესო სიახლე

მოგესალმებით დიდი ხნის შემდეგ.
გთავაზობთ საინტერესო და სასარგებლო სიახლეს.
გაქართულდა სასწავლო თამაშების ვებ-გვერდი CHILDTOPIA.
ამ ვებ-გვერდის გაქართულების იდეა გაჩნდა მასწავლებელთა დაინტერესებიდან და მოწონებიდან გამომდინარე, რაც გამოიკვეთა შეხვედრების დროს, რომელთა განმავლობაში აქტიურად შუქდებოდა აღნიშნული ვებ-გვერდი.
ვებ-გვერდის მონახულებისას ზემოთ მოცემულ დროშებში დააწკაპეთ საქართველოს დროშაზე.
ამგვარად შეძლებთ ვებ-გვერდის ქართულენოვანი ვერსიის გამოყენებას.
გისურვებთ საინტერესო და სასიამოვნო მოგზაურობას!

ვებ-გვერდის მოსანახულებლად დააწკაპეთ აქ ან ზემოთ მოცემულ სიტყვაზე CHILDTOPIA.

Wednesday, January 21, 2009

საქართველოს მასწავლებელთა კონფერენცია/კონკურსი - ზამთარი 2009

ინფორმაცია მასწავლებელთა ზამთრის კონფერენცია-კონკურსის შესახებ იხილეთ აქ

Monday, October 6, 2008

მასწავლებელთა ზამთრის კონკურსი/კონფერენცია

06.10.2008

მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოცხადდა მასწავლებელთა ზამთრის კონფერენცია/კონკურსი, რომელიც ორგანიზებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს - ფონდი „ირმის ნახტომის“, "ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის", "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის", საგანმანათლელბო რესურსცენტრებისა და საქართველოს სკოლების პარტნიორობით. მისი მიზანია


- სასწავლო პროცესის რეფორმირების ხელშეწყობა, საგაკვეთილო გარემოს გამრავალფეროვნება და ინტერდისციპლინარული და ICT ინტეგრირებული გაკვეთილების წახალისება;
- ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განათლების სფეროში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
- ინოვაციურად/შემოქმედებითად მოაზროვნე მასწავლებლების გამოვლენა-წახალისება;
- მასწავლებელთა შორის საუკეთესო გამოცდილებების გაზიარება და პარტნიორული ქსელების ფორმირების ხელშეწყობა;
- საერთაშორისო გამოცდილებებისა და მიდგომების, ელექტრონული რესურსების, ინსტრუმენტების გაცნობა.
კონფერენცია იმართება 2008-2009 წწ საქართველოს სასკოლო ფორუმის ფარგლებში
იხილეთ ბმული საქართველოს სასკოლო ფორუმი

ინფორმაცია სკოლ(ებ)ის წინასწარი რეგისტრაციის შესახებ იხილეთ აქ.
ეს და სხვა საინტერესო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ასევე ფონდ "ირმის ნახტომის" ვებ-გვერდზე.
ამისთვის დააწკაპეთ აქ.

Wednesday, September 10, 2008

მოგესალმებით ყველას!

ბლოგზე თანდათანობით დაემატება ახალი მასალა, რომლის ხილვაც შეგიძლიათ რუბრიკაში "სიახლეები 2008/2009". რუბრიკაში "ფრანგულენოვანი ვებ-გვერდები" დამატებულია ახალი რესურსები ფრანგულ ენაზე, რომლებიც საინტერესო შეიძლება იყოს როგორც ფრანგული ენის მასწავლებლებისთვის, ასევე ნებისმიერი ადამიანისთვის.
გისურვებთ წარმატებებს!

Tuesday, July 15, 2008

მასწავლებელთა 2008 წლის საზაფხულო კონფერენციის რეგიონალური სესიები

გრძელდება მასწავლებელთა 2008 წლის საზაფხულო კონფერენციის ფარგლებში გამართული ინტეგრირებული საგაკვეთილო გეგმების კონკურსი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
2008 წლის 14 ივლისს დასრულდა კახეთის რეგიონალური სესია.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დააწკაპეთ აქ.

Thursday, July 3, 2008

საგაკვეთილო გეგმების პრეზენტაცია თბილისის მასშტაბით დასრულდა

დღეს, 2008 წლის 3 ივლისს დასრულდა მასწავლებელთა 2008 წლის საზაფხულო კონფერენციასთან დაკავშირებით გამოცხადებული საგაკვეთილო გეგმების კონკურსში მონაწილე პირველ ეტაპზე გასული ნამუშევრების პრეზენტაციები თბილისის მასშტაბით.
წარმოდგენილი გაკვეთილები შეაფასა კომისიამ, რომლის წევრებიც იყვნენ წარმომადგენლები თბილისის სხვადასხვა სკოლებიდან.
პრეზენტაციებს ესწრებოდნენ წარმომადგენლები თბილისის საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან და ფონდიდან "ირმის ნახტომი".
მიმდინარეობს ქულების დაჯამება. შედეგები გამოვლინდება უახლოეს მომავალში.