"ირმის ნახტომი" ... დროსა და სივრცეში!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

რესურსები დაწყებითი სკოლისთვის

Friday, February 22, 2008

შეხვედრა თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 22 თებერვალს გაიმართა შეხვედრა ვაკე-საბურთალოს რაიონის მასწავლებლებთან. შეხვედრა ჩატარდა თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში, სადაც ამ სკოლის ინფორმაციულმა მენეჯერმა ქ-ნმა თამარ თამაზაშვილმა ძალიან მოწესრიგებული გარემო დაახვედრა სხვადასხვა სკოლიდან მოწვეულ მასწავლებლებს, რამაც ხელი შეუწყო შეხვედრის სასიამოვნო მსვლელობას.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 5 სკოლის 15 მასწავლებელმა, რომელთა სიასაც გთავაზობთ:
სკოლა N54 - ანა რამიშვილი; ხათუნა ნამიჭეიშვილი; ცისანა დარახველიძე;
სკოლა N55 - თამარ თამაზაშვილი (ინფ.მენეჯერი); ირმა მაისურაძე; მანანა ტუღუში; მანელი ჩლაიძე; ნინო ჯაიანი; ნათია ფასურიშვილი;
სკოლა N60 - მაია მჭედლიშვილი;
სკოლა N128 - თეო შენგელია;
სკოლა N137 - ნაილი ძვარაძე.

შეხვედრა დაიწყო ბლოგისა და LeMill-ის ჩვენებით და მათზე არსებული მასალის განხილვის შემდეგ მასწავლებლები დარეგისტრირდნენ LeMill-ზე და თავად გაეცნენ ამ ვე-ბგვერდზე მუშაობის პრინციპებს.
კოორდინატორის დახმარებით მასწავლებლებმა შეძლეს ელ-ფოსტის გახსნა.
დაიგეგმა შემდეგი შეხვედრა.
იხილეთ ვიდეო, რომელშიც წარმოდგენილია შეხვედრის ამსახველი პატარა ეპიზოდი.

Thursday, February 21, 2008

შეხვედრა თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში



დღეს, თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში გაიმართა შეხვედრა მთაწმინდა-კრწანისის დაწყებითი სკოლის მასწავლებლების გარკვეულ ჯგუფთან. მონაწილეობა მიიღო 10 სკოლის 18 მასწავლებელმა. გთავაზობთ მონაწილე სკოლების ჩამონათვალს მასწავლებლების სიასთან ერთად:
სკოლა N21 - იოსებ გოგიჩაიშვილი;
სკოლა N58 - ლელა დანელია;
სკოლა N65 - ნანა ცომაია; მანიჟა ტაბატაძე;
სკოლა N67 - დოდო უბირია (ინფორმაციული მენეჯერი); ზეინაბ არაბული; თამარ გვრიტიშვილი-ცინცაძე; ლია სადრაძე; რუსუდან ზამთარაძე; ლია სამხარაძე; მზია ბაქრაძე; ეკა ფეიქრიშვილი;
სკოლა N72 - ნაირა ნატროშვილი;
სკოლა N75 - ნანა ეფრემიძე;
სკოლა N104 - გულნარა არუთინოვი;
სკოლა N127 - ირინა მელიქიძე;
სკოლა N144 - მაია ჭანტურია;
სკოლა N183 - ციცინო წულუკიძე;

მასწავლებლები გაეცნენ ელექტრონული ჟურნალის სიახლეებს, LeMill-ზე თავმოყრილ მასალებს, რის შემდეგაც თავადვე დარეგისტრირდნენ LeMill-ზე და შეეცადნენ გაერკვიათ თუ როგორ უნდა მოათავსონ მათ მიერ მომზადებული მასალა აღნიშნულ ვებ-გვერდზე.
დაიგეგმა შემდეგი შეხვედრა სხვადასხვა სკოლებში.
იხილეთ ვიდეო:

Wednesday, February 20, 2008

შეხვედრა თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 20 თებერვალს, თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში შედგა შეხვედრა მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დაწყებითი სკოლის მასწავლებელთა ერთ ჯგუფთან, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 10 სკოლის 14 მასწავლებელმა.
მათ შორის იყო აგარის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი, ქ-ნი ინგა სებისკვერაძე, რომელიც ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენს ამ ახალი პროექტის მიმართ და აქტიურად ესწრება შეხვედრებს.
შეხვედრას ორგანიზება გაუწია მასპინძელი სკოლის ინფორმაციულმა მენეჯერმა ქ-ნმა თამარ ვერულაშვილმა, რომელსაც დიდ მადლობას ვუხდი ასეთი კარგი სამუშაო გარემოს მომზადებისთვის.
მასწავლებლები გაეცნენ ბლოგზე წარმოდგენილ მასალას: სასწავლო ვებ-გვერდებს, მასწავლებლების მიერ LeMill-ზე განთავსებულ მასალას სხვა სასწავლო რესურსებთან ერთად; დარეგისტრირდნენ LeMill-ზე და იმუშავეს მასალის გამოქვეყნებაზე; გაეცნენ თუ როგორ უნდა გამოიყენონ ელექტრონული ფოსტა.
51-ე სკოლის ინფორმატიკის მასწავლებელმა ქ-ნმა ნანა დვალმა გაგვაცნო ქართული სასწვლო პროგრამის ელექტრონული ვერსია პირველკლასელებისთვის, რომლის დახმარებითაც ბავშვები ხალისით ისწავლიან ქართულ ანბანს და შეასრულებენ სხვადასხვა ტიპის ლექსიკურ სავარჯიშოებს.
მსგავსი პროგრამა, გარდა იმისა, რომ ძალიან სახალისოა ბავშვებისთვის, ამავე დროს, ძალიან დაეხმარებოდა თბილისის არაქართული სკოლების მოსწავლეებს ქართული ენის შესწავლაში.
გთავაზობთ მონაწილე სკოლების ჩამონათვალს და დამსწრე მასწავლებლების სიას:
სკოლა N1 - ნინო მაჩიტიძე;
სკოლა N28 - სოფია ბარათელი;
სკოლა N43 - თიკო ალავიძე;
სკოლა N44 - ეკატერინე დვალი; ნატა დუნდუა;
სკოლა N47 - ხათუნა ღამბაშიძე;
სკოლა N49 - ია ჯიქია;
სკოლა N50 - მარიამ აფხაიძე;
სკოლა N51 - ირინა სიხარულიძე; ნონა ნადირაძე; თამარ ვერულაშვილი; ნანა დვალი;
სკოლა N73 - არზუ გასანოვა;
აგარის საჯარო სკოლა - ინგა სებისკვერაძე.

სულ 10 სკოლის 14 მასწავლებელი.
დღევანდელმა შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. დაიგეგმა შემდეგი შეხვედრა.

Tuesday, February 19, 2008

შეხვედრა თბილისის 155-ე საჯარო სკოლაში


დღეს, 2008 წლის 19 თებერვალს შედგა შეხვედრა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მასწავლებლებთან.
შეხვედრა ჩატარდა თბილისის 155-ე საჯარო სკოლაში და მონაწილეობა მიიღო 5 სკოლის 11 მასწავლებელმა.
გთავაზობთ მონაწილე სკოლების წარმომადგენელი მასწავლებლების სიას:
სკოლა N155 - ხათუნა გამცემლიძე; ინგა ჯანჯალია; ნინო დეკანოსიძე; ნინო პერანიძე; ლია გამყრელიძე; ვიკა გაგუა; ლალი მალხაზიშვილი;
სკოლა N116 - თამარ რუხაძე;
სკოლა N147 - ხათუნა დოლენჯიშვილი;
სკოლა N166 - ნუცა უნგიაძე;
სკოლა N169 - ლეილა ხიჩაკაძე.

სულ ესწრებოდა 11 მასწავლებელი და ასევე, 155-ე სკოლის ინფორმაციული მენეჯერი.
შეხვედრას ესწრებოდნენ უცხო ენის მასწავლებლებიც, რომლებიც დაინტერესდნენ და მზად არიან ინტეგრირებული გაკვეთილები ჩაატარონ დაწყებითი კლასების მასწავლებლებთან ერთად.
მასწავლებლები გაეცნენ ბლოგის სიახლეებს და დარეგისტრირდნენ LeMill-ზე. ნახეს თუ როგორ უნდა განათავსონ მათ მიერ მომზადებული მასალა ინტერნეტში.
დაიგეგმა შემდეგი შეხვედრა. იხილეთ ვიდეო.

Monday, February 18, 2008

შეხვედრა თბილისის 22-ე საჯარო სკოლაში


დღეს, 2008 წლის 18 თებერვალს, გაიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დაწყებითი სკოლების მასწავლებლების ერთი ჯგუფის შეხვედრა.
შეხვედრას უმასპინძლა თბილისის 22-ე საჯარო სკოლამ, რომლის მასწავლებელმა ქ-ნმა ნესტან კუპრავამ და ინფორმაციულმა მენეჯერმა ქ-ნმა მაგდა დოჭვირმა ძალიან გულღიად და ორგანიზებულად მიიღეს დანარჩენი სკოლების მასწავლებლები.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის 9 სკოლამ.
თითო სკოლიდან ესწრებოდა თითო მასწავლებელი, ხოლო მასპინძელი სკოლიდან მონაწილეობა მიიღო დაწყებითი კლასების თითქმის ყველა მასწავლებელმა (10 მასწავლებელი).
გთავაზობთ მონაწილე სკოლებისა და მასწავლებლების სიას:
სკოლა N2 - ამანათიძე იზო;
სკოლა N3 - ჩადუნელი ზემფირა;
სკოლა N5 - ირემაშვილი მარინე;
სკოლა N19 - ურჯუკაშვილი ლალი;
სკოლა N22 - კუპრავა ნესტანი; დოჭვირი მაგდა (ისტ მენეჯერი); ბერიძე მაია; ძაძამია ქეთევანი; ალელიშვილი მაყვალა; ძამაშვილი ცირა; კაჭკაჭური ზეინაბი; მაისურაძე ანა; გეგია ნანა; ლაზარიაშვილი მაია; ურუშაძე ინგა (სულ 10 მასწავლებელი და 1 ინფორმაციული მენეჯერი);
სკოლა N24 - მცხვეთაძე მარინა;
სკოლა N26 - კობზონაძე ჯულიეტა;
სკოლა N30 - ცხადაძე ლელა;
სკოლა N147 - ბეჟაშვილი მარინე.

სულ გამოცხადდა 18 მასწავლებელი. მათ შორის იყვენენ ისეთებიც, რომლებიც პირველად დაესწრნენ შეხვედრას. ისინი გაეცნენ ბლოგზე წარმოდგენილ ძველსა და ახალ მასალას: გაკვეთილის გეგმებს, სასწავლო ვებ-გვერდებს.
ქ-ნმა ნესტან კუპრავამ წარმოადგინა მის მიერ LeMill-ზე განთავსებული მასალა და აღნიშნა, რომ სკოლის ინფორმაციული მენეჯერის დახმარებით შეძლო მან ამ სამუშაოს შესრულება.
მისი გაკვეთილის თემა იყო "ჩვენი გალაქტიკა". მან ასევე წარმოადგინა ძალიან საინტერესო კონკურსი "ვეძებთ ვარსკვლავებს". (აღნიშნული მასალის სანახავად დააწკაპეთ სათაურებზე მაუსის მარცხენა ღილაკით).
მასალის პრეზენტაციის შემდეგ მასწავლებლებმა თავად იმუშავეს კომპიუტერებთან.
კოორდინატორის დახმარებით ისინი დარეგისტრირდნენ LeMill-ზე და ნახეს თუ როგორ უნდა განათავსონ ამ ვებ-გვერდზე მათ მიერ მომზადებული მასალა. ეს მათ დაეხმარებათ შემდგომში დამოუკიდებელ მუშაობაში.
შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა 2008 წლის 17 მარტს, ორშაბათს, თბილისის მე-19 საჯარო სკოლაში, რომელსაც დაესწრება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის 7 საჯარო სკოლა (თითო სკოლიდან 3 მასწავლებელი).
მასპინძელ სკოლას კვლავ უპირატესობა ენიჭება იმით, რომ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ამ სკოლის დაწყებითი კლასების ყველა მასწავლებელი.
მადლობას მოვახსენებ 22-ს საჯარო სკოლის დირექციასა და დაწყებითი კლასების მასწავლებლებს, განსაკუთრებით ქ-ნ ნესტან კუპრავას და ამავე სკოლის ინფორმაციულ მენეჯერს ქ-ნ მაგდა დოჭვირს, ასეთი გულითადი და ორგანიზებული შეხვედრისათვის და წარმოდგენილი საინტერესო მასალისთვის.


ქსელის კოორდინატორი,
თეა შავერდაშვილი
თბილისი, 18 თებერვალი, 2008