"ირმის ნახტომი" ... დროსა და სივრცეში!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

რესურსები დაწყებითი სკოლისთვის

Friday, February 29, 2008

შეხვედრა თბილისის 87-ე საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 29 თებერვალს ჩატარდა შეხვედრა თბილისის 87-ე საჯარო სკოლაში.
შეხვედრას დაესწრო ისანი-სამგორის რაიონის 8 სკოლის 10 მასწავლებელი.
გთავაზობთ ინფორმაციას დამსწრე სკოლებისა და მათი წარმომადგენელი მასწავლებლების შესახებ:
სკოლა N78 - ნანა ანთია;
სკოლა N82 - დარეჯან მაჭარაშვილი; მარიკა კვირკველია;
სკოლა N83 - ქეთევან ნახუცრიშვილი;
სკოლა N84 - ნუნუ ნატროშვილი;
სკოლა N86 - ხათუნა მელია; რუსუდან გიოშვილი;
სკოლა N87 - ლია ტაბატაძე;
სკოლა N88 - მარინა ნიშნიანიძე;
სკოლა N90 - ნელი ქიტიაშვილი.

მასწავლებლებმა რეგისტრაცია გაიარეს ელექტრონული ფოსტის ვებ-გვერდზე და ასევე, დარეგისტრირდნენ LeMill-ზე, მაგრამ, სამწუხაროდ, თავი იჩინა ტექნიკურმა პრობლემებმა, რომლებმაც ხელი შეუშალეს ბლოგზე წარმოდგენილი მასალის ჩვენებას და LeMill-ზე მასალის მოთავსების მცდელობას.
დაიგეგმა შემდეგი შეხვედრები.იხილეთ ვიდეო.

Thursday, February 28, 2008

შეხვედრა თბილისის 181-ე საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 28 თებერვალს გაიმართა შეხვედრა თბილისის 181-ე საჯარო სკოლაში, სადაც შეიკრიბა გლდანი-ნაძალადევის რაიონის დაწყებითი სკოლის მასწავლებლების გარკვეული ჯგუფი.
შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური პრობლემების გამო ინტერნეტის გამოყენება არ მოხერხდა.
სკოლის იფორმაციულმა მენეჯერმა ქ-ნმა ლია ნაცვალაძემ ძალიან საინტერესო მასალა შესთავაზა მასწავლებლებს. მოხდა სხვადასხვა გაკვეთილის ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია, რასაც თან ერთვოდა ახსნა-განმარტებები თუ როგორ მზადდება ასეთი ტიპის გაკვეთილები. წარმოდგენილი გაკვეთილის თემები იყო: გეომეტრიული ფიგურები, თბილისი.
დიდი მადლობა ქ-ნ ლიას ასეთი მონდომებულობისათვის და საინტერესო მასალის შემოთავაზებისთვის.
ინტერნეტის უქონლობის გამო თეორიულად განვიხილეთ ბლოგის მასალა და მასწავლებლებმა ჩაიწერეს LeMill-ის გამოყენების პრინციპები: როგორ უნდა დარეგისტრირდნენ, როგორ უნდა მოათავსონ მასალა.
შემდეგი შეხვედრა კვლავ იგივე სკოლაში დაიგეგმა იმის გათვალისწინებით, რომ ყველაფერი ის, რაც განვიხილეთ, შემდგომში იქნება ნაჩვენები ინტერნეტის დახმარებით.
გთავაზობთ მონაწილე სკოლებისა და მასწავლებლების ჩამონათვალს:
სკოლა N159 - ნანა კვირიკაშვილი;
სკოლა N167 - ირმა ქართველიშვილი (ინფორმატიკის მასწავლებელი);
სკოლა N174 - მანანა ივანიძე;
სკოლა N177 - ნელი ლანჩავაშვილი; თინათინ აფციაური;
სკოლა N181 - ლია ნაცვალაძე (ინფორმაციული მენეჯერი); ნანი მაჭავარიანი;
სკოლა N190 - მზია აფციაური;
სკოლა N208 - ლიანა გელოვანი.

სულ მონაწილეობა მიიღო 7 სკოლის 10 მასწავლებელმა.

Wednesday, February 27, 2008

შეხვედრა თბილისის 129-ე საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 27 თებერვალს შედგა შეხვედრა გლდანი-ნაძალადევის რაიონის დაწყებითი სკოლის მასწავლებლების ერთ ჯგუფთან.
შეხვედრა გაიმართა თბილისის 129-ე საჯარო სკოლაში და მასში მონაწილეობა მიიღო 4 სკოლის 9 მასწავლებელმა, რომელთა შორის იყო ასევე რუსთავის მე-12 სკოლის მასწავლებელი ქ-ნი ია საჯაია.
აღსანიშნავია ის, რომ ამ სკოლის ინფორმაციული მენეჯერი ბ-ნი კობა კახიანი ინტერესით ჩერთო ამ შეხვედრაში და როგორც მასწავლებლებმა აღნიშნეს, ის მათ ყოველთვის ეხმარება კომპიუტერის მეშვეობით შესასრულებელი სამუშაოების ჩატარებაში, რაც დღევანდელი შეხვედრის დროსაც გამოვლინდა.
გთავაზობთ მონაცემებს მონაწილე სკოლებისა და მათი წარმომადგენელი მასწავლებლების შესახებ:
სკოლა N14 - ზოია ჩხაიძე;
სკოლა N129 - კობა კახიანი (ინფორმაციული მენეჯერი); მაია ღონღაძე; დალი დვალიძე; ნანული შაფათავა; ნანა მეტრეველი;
სკოლა N136 - ნინო კეკელიძე; ქეთევან ყურაშვილი;
და
რუსთავის მე-12 სკოლა - ია საჯაია.

მასწავლებლები გაეცნენ ბლოგს და შემდეგ იმუშავეს LeMill-ზე დარეგისტრირებასა და მასალის ატვირთვაზე. თავადვე დარეგისტრირდნენ ელექტრონული ფოსტის ვებ-გვერდზე.
დაიგეგმა შემდეგი შეხვედრები.
იხილეთ ვიდეო.

Tuesday, February 26, 2008

შეხვედრა თბილისის მე-13 საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 26 თებერვალს თბილისის მე-13 საჯარო სკოლაში გაიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონის დაწყებითი სკოლის მასწავლებლების შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 6 სკოლის 19 მასწავლებელმა. გთავაზობთ მონაცემებს მონაწილე სკოლებისა და მასწავლებელბის შესახებ:
სკოლა N11 - ინა გაფრინდაშვილი; მაკა მაისურაძე (ინფორმაციული მენეჯერი);
სკოლა N13 - მაია ბარამიძე (ინფორმაციული მენეჯერი); ლუდმილა გლობა; ელენე ხუციშვილი; ტატიანა ყურაშვილი; ქეთინო ჩიბაშვილი; ნანი ნოზაძე; მარინე რამინაშვილი; მარინა უნგიაძე; მარინა ხუდოევა; მაია ჯოხაძე; მარიკა ჯვარშეიშვილი; ხათუნა წულაძე;
სკოლა N15 - მარიამ ფირანიშვილი;
სკოლა N39 - თამარ სისაური;
სკოლა N69 - ირმა ფსუტური; ქეთი გრძელიძე;
სკოლა N177 - ნინო ბერიძე;
დარეგისტრირდნენ LeMill-ზე და სცადეს მასალის ინტერნეტში განთავსებისათვის საჭირო სამუშაოების შესრულება. ასევე, კოორდინატორის დახმარებით შეძლეს ელექტრონული ფოსტის გახსნა მისი შემდგომი გამოყენებისთვის.
შეხვედრაში აქტიურად ჩაერთნენ მასპინძელი სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლები, ასევე ამ სკოლის დირექტორი ქ-ნი მარინა უნგიაძე და სასწავლო ნაწილი ქ-ნი მარინე რამინაშვილი. მადლობას ვუხდი ყველას, მათ შორის სკოლის ინფორმაციულ მენეჯერს ქ-ნ მაია ბარამიძეს.
ასევე, აღსანიშნავია ის, რომ ამ შეხვედრას დაესწრო ერთ-ერთი კერძო სკოლის მასწავლებელი ლელა შენგელია, რომელმაც დაინტერესება გამოხატა პროექტის მიმართ და სურვილი გამოთქვა ჩაებას პროექტში, განათავსოს მასალა LeMill-ზე.

მასწავლებლები გაეცნენ სპეციალურად მათთვის დამზადებულ ბლოგს და მასზე მოთავსებულ მასალას.
დაიგეგმა შემდეგი შეხვედრები.
იხილეთ ვიდეო, რომელზეც ასახულია შეხვედრის პატარა ეპიზოდი.

Monday, February 25, 2008

შეხვედრა თბილისის 158-ე საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 25 თებერვალს, შედგა ვაკე-საბურთალოს რაიონის დაწყებითი სკოლის მასწავლებლების ერთ-ერთი ჯგუფის შეხვედრა, რომელიც ჩატარდა თბილისის 158-ე საჯარო სკოლაში. შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ამ სკოლის ინფორმაციულ მენეჯერს ქ-ნ მარია სუმბაძეს, რომელმაც შესაბამისი სამუშაო გარემო დაგვახვედრა.
მასწავლებლები დარეგისტრირდნენ LeMill-ზე და თავადვე გაიარეს რეგისტრაცია ელექტრონული ფოსტის გასახსნელად.
შეხვედრის მეორე ნახევარი დაეთმო ბლოგზე არსებული მასალის პრეზენტაციასა და ახსნა-განმარტებებს.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ვაკე-საბურთალოს რაიონის 4 სკოლის 12 მასწავლებელმა, რომელთა შესახებ მონაცემებს გთავაზობთ:
სკოლა N151 - ლიკა ჩიტაიშვილი, ირინა კობეშავიძე;
სკოლა N158 - მარია სუმბაძე (ინფორმაციული მენეჯერი); ნინო ფაციაშვილი; ლუდმილა ანთაძე; მერი ალფაიძე; მარიამ ბერძენიშვილი; ინგა ცქვიტინიძე; ლეილა შუბითიძე; ლიანა ნინიაშვილი;
სკოლა N170 - დარეჯან დოლიძე;
სკოლა N187 - რუსუდან გაჩეჩილაძე.

დაიგეგმა შემდეგი შეხვედრები.
იხილეთ შეხვედრის ამსახველი პატარა ვიდეო მასალა.