"ირმის ნახტომი" ... დროსა და სივრცეში!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

რესურსები დაწყებითი სკოლისთვის

Thursday, February 28, 2008

შეხვედრა თბილისის 181-ე საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 28 თებერვალს გაიმართა შეხვედრა თბილისის 181-ე საჯარო სკოლაში, სადაც შეიკრიბა გლდანი-ნაძალადევის რაიონის დაწყებითი სკოლის მასწავლებლების გარკვეული ჯგუფი.
შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური პრობლემების გამო ინტერნეტის გამოყენება არ მოხერხდა.
სკოლის იფორმაციულმა მენეჯერმა ქ-ნმა ლია ნაცვალაძემ ძალიან საინტერესო მასალა შესთავაზა მასწავლებლებს. მოხდა სხვადასხვა გაკვეთილის ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია, რასაც თან ერთვოდა ახსნა-განმარტებები თუ როგორ მზადდება ასეთი ტიპის გაკვეთილები. წარმოდგენილი გაკვეთილის თემები იყო: გეომეტრიული ფიგურები, თბილისი.
დიდი მადლობა ქ-ნ ლიას ასეთი მონდომებულობისათვის და საინტერესო მასალის შემოთავაზებისთვის.
ინტერნეტის უქონლობის გამო თეორიულად განვიხილეთ ბლოგის მასალა და მასწავლებლებმა ჩაიწერეს LeMill-ის გამოყენების პრინციპები: როგორ უნდა დარეგისტრირდნენ, როგორ უნდა მოათავსონ მასალა.
შემდეგი შეხვედრა კვლავ იგივე სკოლაში დაიგეგმა იმის გათვალისწინებით, რომ ყველაფერი ის, რაც განვიხილეთ, შემდგომში იქნება ნაჩვენები ინტერნეტის დახმარებით.
გთავაზობთ მონაწილე სკოლებისა და მასწავლებლების ჩამონათვალს:
სკოლა N159 - ნანა კვირიკაშვილი;
სკოლა N167 - ირმა ქართველიშვილი (ინფორმატიკის მასწავლებელი);
სკოლა N174 - მანანა ივანიძე;
სკოლა N177 - ნელი ლანჩავაშვილი; თინათინ აფციაური;
სკოლა N181 - ლია ნაცვალაძე (ინფორმაციული მენეჯერი); ნანი მაჭავარიანი;
სკოლა N190 - მზია აფციაური;
სკოლა N208 - ლიანა გელოვანი.

სულ მონაწილეობა მიიღო 7 სკოლის 10 მასწავლებელმა.

No comments: