"ირმის ნახტომი" ... დროსა და სივრცეში!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

რესურსები დაწყებითი სკოლისთვის

Friday, May 16, 2008

შეხვედრა თბილისის 97-ე საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 16 მაისს, თბილისის 97-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ისანი-სამგორის რაიონის სკოლების დაწყებითი კლასების მასწავლებლები.
შეხვედრა დაეთმო როგორც მასწავლებელთა კონფერენციისა და საკონკურსო პირობების დეტალურ განხილვას, ასევე ბლოგსა და ლემილზე მოთავსებული მასალების პრეზენტაციას და ლემილზე მუშაობის პრინციპების ახსნა-ჩვენებას.
შეხვედრას დაესწრო 13 სკოლის 21 მასწავლებელი.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა სკოლის ინფორმაციული მენეჯერი ქ-ნი ნაზიბროლა ხარშილაძე.
გთავაზობთ მონაცემებს მონაწილე სკოლებისა და დამსწრე მასწავლებლების შესახებ:
სკოლა N25 - თეა დავითაშვილი;
სკოლა N40 - ლელა მამულაშვილი;
სკოლა N78 - ნელი უნდილაშვილი;
სკოლა N82 - დარეჯან მაჭარაშვილი; ნესტან გიგაშვილი;
სკოლა N83 - ქეთევან ნახუცრიშვილი;
სკოლა N84 - ნუნუ ნატროშვილი;
სკოლა N86 - მარიამ ერანოსიანი;
სკოლა N92 - ნინო ჯიღაური;
სკოლა N95 - დოდო მაზმიშვილი;
სკოლა N97 - ნაზი დვალიშვილი; ნანული აბაშიძე; მანანა კავთუაშვილი; მაყვალა საგინაშვილი; ნათელა სიხარულიძე; ლეილა ქურდიანი; ლია ბახუტაშვილი; ნაზიბროლა ხარშილაძე (ინფორმაციული მენეჯერი);
სკოლა N98 - რეგინა ავეტიანი;
სკოლა N99 - ინგა მერაბიშვილი;
სკოლა N103 - დალი კიკნაძე.
დიდი მადლობა 97-ე სკოლის მასწავლებელს ქ-ნ მანანა კავთუაშვილს ყურადღებიანი მიღებისთვის და ასევე, მადლობას ვუხდი სკოლის ინფორმაციულ მენეჯერს ქ-ნ ნაზიბროლა ხარშილაძეს მოწესრიგებული და ტექნიკურად გამართული სამუშაო გარემოსათვის.

Thursday, May 15, 2008

შეხვედრა თბილისის 114-ე საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 15 მაისს, თბილისის 114-ე საჯარო სკოლაში შედგა შეხვედრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის ზოგიერთი საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლებთან.
შეხვედრა დაიწყო მასწავლებელთა 2008 წლის ზაფხულის კონფერენციის პირობების დეტალური გაცნობით.
დამსწრე მასწავლებლები გაეცნენ ფონდ "ირმის ნახტომის" ვებ-გვერდზე მოთავსებულ დეტალურ ინფორმაციას ამ კონფერენციასთან დაკავშირებით და შემდეგ მათ დაურიგდათ ინფორმაციის ამობეჭდილი ვერსია.
ისინი აგრეთვე გაეცნენ თუ რა ფორმატით უნდა მომზადდეს საკონკურსო საგაკვეთილო გეგმა და როგორ უნდა აიტვირთოს საკონკურსო მასალა ლემილზე.
მოხდა ბლოგსა და ლემილზე მოთავსებული მასალის განხილვაც.
შეხვედრას დაესწრო 16 სკოლის 20 მასწავლებელი, მათ შორის 114-ე სკოლის ინფორმაციული მენეჯერი, ქ-ნი ელისო ნადირაძე.
გთავაზობთ მონაწილე სკოლების ჩამონათვალს წარმომადგენელი მასწავლებლების სახელებთან და გვარებთან ერთად:
სკოლა N6 - მზია ქორიძე;
სკოლა N7 - თინათინ გოგოლაძე;
სკოლა N8 - ლალი პაპოშვილი;
სკოლა N9 - მაია კვესელაძე;
სკოლა N10 - თამარ დანელია;
სკოლა N11 - ეკა სირბილაძე; ნანა გოგიჩაიშვილი;
სკოლა N12 - დოდო ხიტირი;
სკოლა N14 - ზოია ჩხაიძე;
სკოლა N15 - ქეთევან წიკლაური;
სკოლა N16 - მანანა გაბელია;
სკოლა N32 - დალი ლეჟავა;
სკოლა N79 - ზიზი ლურსმანაშვილი;
სკოლა N114 - ალექსანდრა კვესელავა; ელისო ნადირაძე (ინფორმაციული მენეჯერი);
სკოლა N115 - ქეთევან გრძელიშვილი; ეკა ზაზაშვილი;
სკოლა N118 - ზინაიდა ზადიშვილი;
სკოლა N119 - გულნაზი ლაზვიაშვილი;
სკოლა N129 - დალი დვალიძე.

Wednesday, May 14, 2008

ღია გაკვეთილი თბილისის 146-ე საჯარო სკოლაში


დღეს, 2008 წლის 14 მაისს, თბილისის 146-ე სკოლის პირველ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე "საქართველოს მეფეები". ღონისძიება წარმოადგინა ამ სკოლის მასწავლებელმა ნონა გოგილაშვილმა. მონაწილეობდნენ პირველი კლასის მოსწავლეები, რომლებიც ძალიან კარგად იყვნენ მომზადებულები და ძალიან აქტიურობდნენ. გაკვეთილი რამოდენიმე ეტაპად იყო დაყოფილი. გამოყენებული იყო ტესტები,სახალისო თამაში, ჩატარდა ვიქტორინა. გაკვეთილისთვის გამოყენებული მასალა (ფოტოები, ტესტები, შეკითხვები და პასუხები) პროექტორის მეშვეობით ნაჩვენები იყო ეკრანზე. გაკვეთილი ძალიან კარგად იყო დაგეგმილი და ამდენად ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. აღსანიშნავია ის, რომ პირველ კლასში ასეთი მასალის გამოყენება ხანგრძლივ მუშაობას მოითხოვს, რასაც ქ-ნმა ნონამ მშვენივრად გაართვა თავი. დიდი მადლობა მას ამ სამუშაოს ჩატარებისთვის და ღონისძიებაზე მიწვევისთვის.
ფოტოებისა და ვიდეოს მეშვეობით იხილეთ ღონისძიების ამსახველი ეპიზოდები.

Tuesday, May 13, 2008

შეხვედრა თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში


დღეს, 2008 წლის 13 მაისს ჩატარდა შეხვედრა თბილისის 67-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლებთან.
შეხვედრა ძირითადად დაეთმო ფონდ "ირმის ნახტომის" 2008 წლის ზაფხულის კონფერენციის პირობების გაცნობას.
მასწავლებლები გაეცნენ კონფერენციასთან დაკავშირებულ დაწვრილებით ინფორმაციას.
ნახეს თუ რა ფორმატით და როგორ ხდება საგაკვეთილო გეგმის გამოქვეყნება და გაგზავნა.
შემდეგ მოხდა ბლოგზე დამატებული სიახლეების პრეზენტაცია.
შეხვედრას ესწრებოდა 67-ე სკოლის 5 მასწავლებელი:
ეკა ფეიქრიშვილი;
დოდო უბირია (ინფორმაციული მენეჯერი);
ლია სამხარაძე;
ზეინაბ არაბული;
ხათუთი ხვედელიძე.