დღეს, 2008 წლის 15 მაისს, თბილისის 114-ე საჯარო სკოლაში შედგა შეხვედრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის ზოგიერთი საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლებთან.
შეხვედრა დაიწყო მასწავლებელთა 2008 წლის ზაფხულის კონფერენციის პირობების დეტალური გაცნობით.
დამსწრე მასწავლებლები გაეცნენ ფონდ "ირმის ნახტომის" ვებ-გვერდზე მოთავსებულ დეტალურ ინფორმაციას ამ კონფერენციასთან დაკავშირებით და შემდეგ მათ დაურიგდათ ინფორმაციის ამობეჭდილი ვერსია.
ისინი აგრეთვე გაეცნენ თუ რა ფორმატით უნდა მომზადდეს საკონკურსო საგაკვეთილო გეგმა და როგორ უნდა აიტვირთოს საკონკურსო მასალა ლემილზე.
მოხდა ბლოგსა და ლემილზე მოთავსებული მასალის განხილვაც.
შეხვედრას დაესწრო 16 სკოლის 20 მასწავლებელი, მათ შორის 114-ე სკოლის ინფორმაციული მენეჯერი, ქ-ნი ელისო ნადირაძე.
გთავაზობთ მონაწილე სკოლების ჩამონათვალს წარმომადგენელი მასწავლებლების სახელებთან და გვარებთან ერთად:
სკოლა N6 - მზია ქორიძე;
სკოლა N7 - თინათინ გოგოლაძე;
სკოლა N8 - ლალი პაპოშვილი;
სკოლა N9 - მაია კვესელაძე;
სკოლა N10 - თამარ დანელია;
სკოლა N11 - ეკა სირბილაძე; ნანა გოგიჩაიშვილი;
სკოლა N12 - დოდო ხიტირი;
სკოლა N14 - ზოია ჩხაიძე;
სკოლა N15 - ქეთევან წიკლაური;
სკოლა N16 - მანანა გაბელია;
სკოლა N32 - დალი ლეჟავა;
სკოლა N79 - ზიზი ლურსმანაშვილი;
სკოლა N114 - ალექსანდრა კვესელავა; ელისო ნადირაძე (ინფორმაციული მენეჯერი);
სკოლა N115 - ქეთევან გრძელიშვილი; ეკა ზაზაშვილი;
სკოლა N118 - ზინაიდა ზადიშვილი;
სკოლა N119 - გულნაზი ლაზვიაშვილი;
სკოლა N129 - დალი დვალიძე.
No comments:
Post a Comment