"ირმის ნახტომი" ... დროსა და სივრცეში!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

რესურსები დაწყებითი სკოლისთვის

Thursday, May 8, 2008

ღონისძიება თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 8 მაისს, თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება "ანბანის გაცილება", რომელიც წარმოადგინა ამ სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ქ-ნმა ეკა ფეიქრიშვილმა.
მოსწავლეები ამბობდნენ ლექსებს ქართულ ანბანზე. მათ შეასრულეს სიმღერები და ცეკვები.
მასწავლებელმა ღონისძიებაში გამოიყენა დაწყებითი სკოლის ბლოგზე წარმოდგენილი მასალა - დასურათებული ქართული ანბანი, რომელიც პროექტორის მეშვეობით გაშუქდა ეკრანზე და ფონად დაედო მოსწავლეების მიერ წარმოთქმულ ლექსებს.
ღონისძიება ტექნიკურად უზრუნველყო სკოლის ინფორმაციულმა მენეჯერმა ქ-ნმა დოდო უბირიამ.
დიდი მადლობა ეკა ფეიქრიშვილს ღონისძიებაზე მიწვევისთვის და იმ მასალის გამოყენებისთვის, რომელსაც ის გაეცნო ჩემს მიერ ჩატარებული შეხვედრების დროს.
მადლობა მოსწავლეებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ღონისძიებაში.
იხილეთ ღონისძიების ამსახველი პატარა ეპიზოდი.

Wednesday, May 7, 2008

შეხვედრა თბილისის 165-ე საჯარო სკოლაში


დღეს, 2008 წლის 7 მაისს ჩატარდა შეხვედრა თბილისის 165-ე საჯარო სკოლაში, რომელსაც დაესწრო ამ სკოლის 4 მასწავლებელი და ინფორმაციული მენეჯერი.
გთავაზობთ მონაწილე მასწავლებლების სახელებსა და გვარებს:
ნათელა მესხი;
ლამარა მუსერიძე;
ნინო ხაბეიშვილი;
თეა ავალიანი;
თამუნა ნინიკაშვილი (ინფორმაციული მენეჯერი).
სამწუხაროდ, სხვა სკოლებიდან მოწვეული მასწავლებლები ვერ გამოცხადდნენ არჩევნებთან დაკავშირებული შეხვედრებისა და ღონისძიებების გამო.
მასწავლებლები გაეცნენ ინფორმაციას 2008 წლის ზაფხულის კონფერენციასთან დაკავშირებით, რომელიც მოთავსებულია დაწყებითი სკოლის ბლოგზე, ასევე გაეცნენ აქვე წარმოდგენილ მასალას და ლემილზე მოთავსებულ ნამუშევრებსა და მასზე მუშაობის პრინციპებს.

Tuesday, May 6, 2008

"სამეფო უბნის" თეატრში გამართული აქცია "გაცოცხლებული ნახატები"




დღეს, 2008 წლის 6 მაისს, "სამეფო უბნის" თეატრში გაიმართა ძალიან საინტერესო აქცია "გაცოცხლებული ნახატები".
აქცია ჩატარდა სტუდია "ტელევეზირის" ორგანიზებით.
"ტელევეზირი" არის პროექტი, რომლის ავტორი და რეჟისორია ბ-ნი ნოდარ ბეგიაშვილი.
პროექტის შექმნა განაპირობა ბავშვის მიერ დახატულმა ტელევიზორის ჩარჩოში მოქცეულმა სასაცილო კაცუნამ, რომელიც შემდგომში გაცოცხლდა და საფუძველი ჩაუყარა სხვა ბავშვების მიერ შექმნილი ნახატების გაცოცხლებასაც.
დღევანდელი აქციის განმავლობაში წარმოდგენილი იყო ბავშვების ნახატებით და მათივე გახმოვანებით დამზადებული ანიმაციური ფილმი "შავი ზღვა", აგრეთვე ფილმი, რომელშიც ნაჩვენები იყო რამოდენიმე წლის წინ ჩატარებული მსგავსი აქციის ამსახველი კადრები.
ამასთან ერთად, ბავშვები კითხულობდნენ მათ მიერ დაწერილ ლექსებსა და მოთხრობებს და შემდეგ ისინი განაწილდნენ მაგიდებთან, სადაც მათთვის მომზადებული იყო სახატავი ფურცლები და ფანქრები იმისთვის, რომ მათ შეექმნათ ნახატები, რომლებიც იქვე გაცოცხლდებოდა კომპიუტერის მეშვეობით.
ნახატები ძირითადად შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" თემაზე უნდა შექმნილიყო, თუმცა ბავშვები შეზღუდულები არ იყვნენ მათი სურვილის მიხედვით შეერჩიათ ნახატის თემა.
რაც შეეხება ჩემს ამ აქციაზე მიწვევას, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 169-ე სკოლის მასწავლებელმა, ქ-ნმა ლეილა ხიჩაკაძემ მთხოვა გამეგზავნა მისი შვილის ნახატები ამ პროექტისთვის.
ქ-ნი ლეილა პროექტს გაეცნო დაწყებითი სკოლის მასწავლებლებთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს ბლოგის პრეზენტაციის შედაგად, სადაც მითითებულია ამ პროექტის ვებ-გვერდის მისამართი სათაურით "გააცოცხლეთ თქვენი ნახატები".
ის დაინტერესდა და ელექტრონული ფოსტით გამომიგზავნა 3 ნახატი, რომლებიც მე გადავუგზავნე ბ-ნ ნოდარ ბეგიაშვილს, მისგან კი პასუხად მივიღე შეტყობინება, რომლის შედეგადაც აღმოვჩნდი დღევანდელ აქციაზე.
დიდი მადლობა ბ-ნ ნოდარს მიწვევისთვის და აგრეთვე, ქ-ნ ლეილა ხიჩაკაძეს, რომელიც დაინტერესდა პროექტით და გადაწყვიტა მასში მონაწილეობის მიღება.
როგორც ბატონმა ნოდარმა მომწერა, ამჟამად მუშაობენ ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ოპერაზე "ჯადოსნური ფლეიტა" და პროექტში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
ამისთვის საჭიროა ბავშვებს მოასმენინოთ ეს ოპერა ან ესაუბროთ მასზე, შემდეგ მათ დახატონ მოქმედი პერსონაჟები, რომლებიც შემდგომში გაცოცხლდებიან.
ასევე შეუძლიათ იმღერონ არიები ამ ოპერიდან და დაუკრან კიდეც.
პროექტ "ტელევეზირის" შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მოცემულია ვებ-გვერდზე "ტელევეზირი". რუბრიკაში "გამოგვიგზავნეთ" იხილავთ დაწვრილებით საკონტაქტო ინფორმაციას, თუ როგორ და სად გააგზავნოთ ნახატები, ხოლო გაცოცხლებული ნახატების დასათვალიერებლად დააწკაპეთ სათაურზე "გაცოცხლებული ნახატები".
გისურვებთ წარმატებებს!
იხილეთ დღევანდელი აქციის ამსახველი ფოტო და ვიდე მასალა.

Monday, May 5, 2008

შეხვედრა თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 5 მაისს შედგა შეხვედრა თბილისის 116-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლებთან. შეხვედრას დაესწრო ამ სკოლის 14 მასწავლებელი, მათ შორის, სკოლის ინფორმაციული მენეჯერი ბ-ნი დათო ფერაძე.
შეხვედრა ბლოგის პრეზენტაციით დაიწყო, ხოლო შემდეგ მასწავლებლები გაეცნენ ლემილზე მოთავსებულ მასალებს და ნახეს თუ როგორ უნდა განათავსონ ესა თუ ის მასალა.
ყურადღებისთვის დიდ მადლობას ვუხდი სკოლის დირექტორს ბ-ნ დიმიტრი მეჭურჭლიშვილს და ამავე სკოლის მასწავლებელს ქ-ნ თამარ რუხაძეს.