"ირმის ნახტომი" ... დროსა და სივრცეში!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

რესურსები დაწყებითი სკოლისთვის

Friday, May 23, 2008

ღია გაკვეთილი თბილისის 146-ე საჯარო სკოლაში

დღეს, 2008 წლის 23 მაისს, თბილისის 146-ე სკოლაში, II კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე "წელიწადის დროები". გაკვეთილი წარმოადგინა მასწავლებელმა ქ-ნმა ნინო ქავთარაძემ. გაკვეთილი ინტეგრირებული იყო, გაერთიანებული იყო ბუნებისმეტყველების, ქართულისა და მათემატიკის საგნობრივი ჯგუფები. წარმოდეგნილი იყო ტესტები. ბავშვები კარგად იყვნენ მომზადებულები. გაკვეთილის მასალა პროექტორის მშვეობით შუქდებოდა ეკრანზე.
ეს უკვე მეორე ასეთი ტიპის გაკვეთილია, რომელსაც ამ სკოლაში დავესწარი და იგრძნობა, რომ მასწავლებლები დაინტერესებულები არიან ახლებურად დაგეგმონ და ჩაატარონ გაკვეთილები. აღსანიშნავია სკოლის ინფორმაციული მენეჯერის მიერ გაწეული დახმარება ტექნიკური თვალსაზრისით, რაც გაკვეთილის ხარისხთან ერთად ზრდის მასწავლებელთა დაინტერესებასა და მოტივაციას.
მადლობა ქ-ნ ნინოს გაკვეთილზე მიწვევისთვის და ასევე, მადლობა თითოეულ მონაწილეს.
იხილეთ გაკვეთილის ამსახველი პატარა ეპიზოდი.

Tuesday, May 20, 2008

შეხვედრა თბილისის 1 საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 20 მაისს ჩატარდა შეხვედრა თბილისის 1 საჯარო სკოლაში.
შეხვედრას დაესწრო მთაწმინდა-კრწანისის რაიონის 6 სკოლის 8 მასწავლებელი.
გამოცხადდნენ შემდეგი სკოლების წარმომადგენლები:
სკოლები N1, 21-ე, 44-ე, 53-ე, 75-ე, 183-ე.
მასწავლებლები გაეცნენ ფონდ "ირმის ნახტომის" მიერ დაგეგმილი კონკურსის პირობებსა და მასთან დაკავშირებულ მასალებსა და სამუშაოებს.
ამასთან ერთად მოხდა დაწყებითი სკოლის ბლოგსა და ლმილზე წარმოდგენილი მასალების ჩვენება-განხილვა.

Monday, May 19, 2008

შეხვედრა თბილისის მე-100 საჯარო სკოლაში


დღეს, 2008 წლის 19 მაისს, თბილისის მე-100 საჯარო სკოლაში ჩატარდა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თბილისის, დიდუბე-ჩურურეთის რაიონის დაწყებითი სკოლის მასწავლებლებმა.
სულ შეხვედრას დაესწრო 16 სკოლის 20 მასწავლებელი. ისინი გაეცნენ ზაფხულის კონფერენციასთან დაკავშირებულ საკონკურსო პირობებს და მასალას, რომელიც გამოქვეყნებულია ბლოგსა და ლემილზე.
გთავაზობთ ინფორმაციას მონაწილე სკოლებისა და მასწავლებლების შესახებ:
სკოლა N4 - მაია აბურქანია;
სკოლა N5 - მზია მაჭავარიანი;
სკოლა N18 - ნუნუ გულდიდი;
სკოლა N19 - ლალი ურჯუკაშვილი;
სკოლა N24 - მარინა მცხვეთაძე;
სკოლა N26 - ნელი კობიაშვილი;
სკოლა N29 - მანანა მჭედლიშვილი;
სკოლა N30 - ლელა ცხადაძე;
სკოლა N100 - ნატო გურგენიძე; თამარ სამადაშვილი (ინფორმაციული მენეჯერი);
სკოლა N116 - ელენე ქამხაძე; მედეა შოგირაძე;
სკოლა N130 -
სკოლა N150 - ნელი მიქაია; მაია ბერუაშვილი;
სკოლა N155 - ნინო დეკანოსიძე;
სკოლა N166 - ნაზი ექსეულიძე; მანანა კვალიაშვილი;
სკოლა N169 - თამარ ტატიშვილი;
სკოლა N198 - ნარგიზი ბალანჩივაძე.
მადლობა სკოლის დირექტორს ქ-ნ ნანა დოლიძეს, რომელიც ყოველთვის ინტერესით ეხმაურება წინადადებებს შეხვედრებთან დაკავშირებით და ასევე, მადლობას ვუხდი სკოლის ინფორმაციულ მენეჯერს ქ-ნ თამარ სამადაშვილს.