დღეს, 2008 წლის 23 მაისს, თბილისის 146-ე სკოლაში, II კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე "წელიწადის დროები". გაკვეთილი წარმოადგინა მასწავლებელმა ქ-ნმა ნინო ქავთარაძემ. გაკვეთილი ინტეგრირებული იყო, გაერთიანებული იყო ბუნებისმეტყველების, ქართულისა და მათემატიკის საგნობრივი ჯგუფები. წარმოდეგნილი იყო ტესტები. ბავშვები კარგად იყვნენ მომზადებულები. გაკვეთილის მასალა პროექტორის მშვეობით შუქდებოდა ეკრანზე.
ეს უკვე მეორე ასეთი ტიპის გაკვეთილია, რომელსაც ამ სკოლაში დავესწარი და იგრძნობა, რომ მასწავლებლები დაინტერესებულები არიან ახლებურად დაგეგმონ და ჩაატარონ გაკვეთილები. აღსანიშნავია სკოლის ინფორმაციული მენეჯერის მიერ გაწეული დახმარება ტექნიკური თვალსაზრისით, რაც გაკვეთილის ხარისხთან ერთად ზრდის მასწავლებელთა დაინტერესებასა და მოტივაციას.
მადლობა ქ-ნ ნინოს გაკვეთილზე მიწვევისთვის და ასევე, მადლობა თითოეულ მონაწილეს.
იხილეთ გაკვეთილის ამსახველი პატარა ეპიზოდი.
ბლოგის სტუმრების საყურადრებოდ!
16 years ago
No comments:
Post a Comment