"ირმის ნახტომი" ... დროსა და სივრცეში!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

რესურსები დაწყებითი სკოლისთვის

Friday, April 4, 2008

შეხვედრა თბილისის 96-ე საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 4 აპრილს, ჩატარდა შეხვედრა თბილისის 96-ე საჯარო სკოლაში, სადაც შეიკრიბა თბილისის, ისანი-სამგორის რაიონის 7 სკოლის 13 მასწავლებელი.
ისინი გაეცნენ ბლოგს და იმუშავეს ლემილზე.
გთავაზობთ მონაცემებს მათ შესახებ:
სკოლა N95 - მარინე ოვსეპიანი; ეპრაქსია ბაღდასარიანი;
სკოლა N96 - ეკატერინე მარგალიტაძე; თამარ ნინუაშვილი;
სკოლა N97 - მანანა კავთუაშვილი; ლია წიგნაძე;
სკოლა N103 - ლალი თეთრაძე;
სკოლა N105 - მაია მოდებაძე; მანანა ღამბაშიძე;
სკოლა N106 - რიტა ყიფშიძე; მარინა კუპატაძე;
სკოლა N107 - თეა აბაშვილი; ციცინო კირთაძე.
იხილეთ ვიდეო.

Thursday, April 3, 2008

შეხვედრა თბილისის 112-ე საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 3 აპრილს, ჩატარდა შეხვედრა თბილისის 112-ე საჯარო სკოლაში.
შეხვედრას დაესწრო გლდანი-ნაძალადევის რაიონის 5 სკოლის 9 მასწავლებელი.
ყურადღებისთვის მადლობას ვუხდი სკოლის დირექტორს ქ-ნ ნინო თაბაგარს და, ასევე, მადლობას ვუხდი სკოლის ინფორმაციულ მენეჯერს ქ-ნ ნანი წულუკიძეს შეხვედრაში ინტერესით ჩართვისთვის და გაწეული დახმარებისთვის.
გთავაზობთ ინფორმაციას სკოლებისა და მასწავლებლების შესახებ:
სკოლა N112 - ლელა ხელისუფალი; ნანი წულუკიძე (ინფორმაციული მენეჯერი);
სკოლა N114 - მაკა სეფიაშვილი; ანა ქიტუაშვილი;
სკოლა N115 - თეა მიგრიაული; ნინო წვერავა;
სკოლა N118 - ხათუნა ბერძენიშვილი;
სკოლა N119 - გულნაზი ლაზვიაშვილი; რუსუდან რურუა.
შეხვედრა დაიწყო ბლოგის პრეზენტაციით და გაგრძელდა ლემილზე რეგისტრაციით და მასალის მოთავსების მცდელობით. მასწავლებლები დარეგისტრირდნენ ასევე ელექტრონული ფოსტის ვებ-გვერდზე.
დაიგეგმა შემდეგი შეხვედრა.
იხილეთ ვიდეო.

Wednesday, April 2, 2008

შეხვედრა თბილისის 170-ე საჯარო სკოლაში


დღეს, 2008 წლის 2 აპრილს შედგა შეხვედრა თბილისის 170-ე საჯარო სკოლაში, სადაც მოწვეული იყო ვაკე-საბურთალოს რაიონის 7 სკოლიდან 3-3 მასწავლებელი. სამწუხაროდ შეხვედრას მხოლოდ თეორიული ხასიათი ჰქონდა, რადგან არ მოხერხდა ინფორმატიკის ოთახის გამოყენება და აქედან გამომდინარე შეუძლებელი გახდა ბლოგის პრეზენტაცია და LeMill-ზე მუშაობა.
შეხვედრას დაესწრო 3 სკოლის 10 მასწავლებელი.
გთავაზობთ მონაცემებს მათ შესახებ:
სკოლა N151 - თამარ მაკალათია; ეკატერინე კიკნაველიძე; თამარ ქილიფთარი;
სკოლა N165 - მანანა ლომაძე; ნინო ხაბეიშვილი; ნინელინა ვარდოსანიძე;
სკოლა N170 - ნარგიზა ხელაძე; თამარ გოცირიძე; ნათელა გელაძე; დარეჯან დოლიძე.
მასწავლებლებს დაურიგდათ ვებ-გვერდების მისამართები; მოხდა პროექტის გაცნობა და მასალის მიმოხილვა.
დაიგეგმა შემდეგი შეხვედრა, რომელიც 7 მაისს ჩატარდება 165-ე საჯარო სკოლაში.

Tuesday, April 1, 2008

შეხვედრა თბილისის 65-ე საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 1 აპრილს ჩატარდა შეხვედრა თბილისის 65-ე საჯარო სკოლაში.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო მთაწმინდა-კრწანისის რაიონის 2 სკოლის 10-მა მასწავლებელმა.
მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტის არქონის გამო არ მოხერხდა ბლოგის პრეზენტაცია და LeMill-ზე მუშაობა, შეხვედრამ მაინც საინტერესოდ ჩაიარა. 65-ე სკოლის ინფორმაციულმა მენეჯერმა შემოგვთავაზა სხვადასხვა კლასების მიერ მომზადებული მასალის პრეზენტაცია, რომელთა შორის აღსანიშნავია ერთ-ერთი მასწავლებლის, ნანა ცომაიას ვიზიტი "მზე შინა"-ში და ასევე, ძალიან საინტერესო იყო ქ-ნ მანიჟა ტაბატაძის მიერ მესამე კლასში ჩატარებული გაკვეთილების ციკლი "ხორბლის მარცვლიდან პურამდე", სადაც ფოტოებითა და კომენტარებით გადმოცემულია მუშაობის პროცესის უმეტესი ნაწილი.
ის მასწავლებლები, რომლებიც პირველად ესწრებოდნენ შეხვედრას, თეორიულად გაეცნენ პროექტს და მასალას, რომელიც ბლოგზე და ლემილზეა წარმოდგენილი. მათ დაურიგდათ ვებ-გვერდების მისამართები იმისთვის, რომ დამოუკიდებლად შეძლონ მათი მონახულება და ლემილზე მუშაობა.
დაიგეგმა შემდეგი შეხვედრა, რომელიც 29 აპრილს ჩატარდება თბილისის 68-ე საჯარო სკოლაში.
გთავაზობთ მონაწილე სკოლებისა და მასწავლებლების სიას:
სკოლა N65 მანიჟა ტაბატაძე; ნანა გორჯოლაძე; ნანა ცომაია; თამილა ჩიმაკაძე; ნანა არაბული;
სკოლა N68 - ეკა კულდონაშვილი; დალი გახარია.
იხილეთ ვიდეო.

Monday, March 31, 2008

შეხვედრა თბილისის მე-100 საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 31 მარტს ჩატარდა შეხვედრა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დაწყებითი სკოლის მასწავლებლებთან. მონაწილეობა მიიღო 6 სკოლის 11-მა მასწავლებელმა.
მადლობა სკოლის დირექტორს ქ-ნ ნანა დოლიძეს დაინტერესებისთვის და სასიამოვნო მიღებისთვის. ასევე მადლობას ვუხდი მე-100 სკოლის ინფორმაციულ მენეჯერს თამარ სამადაშვილს, რომელიც გულისყურით ჩაერთო შეხვედრაში და დაინტერესდა წარმოდგენილი მასალით.
გთავაზობთ ინფორმაციას მონაწილე სკოლებისა და მასწავლებლების შესახებ:
სკოლა N36 - თამარ კიკალიშვილი;
სკოლა N37 - მარინა ყაჩლავაშვილი; ნელი სარქისიანი;
სკოლა N63 - დალი პეტრიაშვილი; დალი კალანდაძე; ირმა დიდებაშვილი;
სკოლა N100 - თამარ სამადაშვილი;
სკოლა N116 - თამარ რუხაძე;
სკოლა N130 - თამარ ბერიშვილი; მარინე კვაჭაძე; ნინო ფერაძე.
შეხვედრა ბლოგის პრეზენტაციით დაიწყო თუმცა, ყველა ვებ-გვერდის ჩვენება ვერ მოხერხდა ტექნიკური პრობლემის გამო, მაგრამ მიუხედავად ამისა შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა, რადგან მასწავლებლებმა და სკოლის ინფორმაციულმა მენეჯერმა გამოხატეს დაინტერესება პროექტთან დაკავშირებით.
შეხვედრის მეორე ნახევარში მასწავლებლებმა იმუშავეს კომპიუტერებთან, გაიარეს რეგისტრაცია და დაათვალიერეს LeMill-ზე მოთავსებული მასალები.
იხილეთ ვიდეო.