დღეს, 2008 წლის 31 მარტს ჩატარდა შეხვედრა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დაწყებითი სკოლის მასწავლებლებთან. მონაწილეობა მიიღო 6 სკოლის 11-მა მასწავლებელმა.
მადლობა სკოლის დირექტორს ქ-ნ ნანა დოლიძეს დაინტერესებისთვის და სასიამოვნო მიღებისთვის. ასევე მადლობას ვუხდი მე-100 სკოლის ინფორმაციულ მენეჯერს თამარ სამადაშვილს, რომელიც გულისყურით ჩაერთო შეხვედრაში და დაინტერესდა წარმოდგენილი მასალით.
გთავაზობთ ინფორმაციას მონაწილე სკოლებისა და მასწავლებლების შესახებ:
სკოლა N36 - თამარ კიკალიშვილი;
სკოლა N37 - მარინა ყაჩლავაშვილი; ნელი სარქისიანი;
სკოლა N63 - დალი პეტრიაშვილი; დალი კალანდაძე; ირმა დიდებაშვილი;
სკოლა N100 - თამარ სამადაშვილი;
სკოლა N116 - თამარ რუხაძე;
სკოლა N130 - თამარ ბერიშვილი; მარინე კვაჭაძე; ნინო ფერაძე.
შეხვედრა ბლოგის პრეზენტაციით დაიწყო თუმცა, ყველა ვებ-გვერდის ჩვენება ვერ მოხერხდა ტექნიკური პრობლემის გამო, მაგრამ მიუხედავად ამისა შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა, რადგან მასწავლებლებმა და სკოლის ინფორმაციულმა მენეჯერმა გამოხატეს დაინტერესება პროექტთან დაკავშირებით.
შეხვედრის მეორე ნახევარში მასწავლებლებმა იმუშავეს კომპიუტერებთან, გაიარეს რეგისტრაცია და დაათვალიერეს LeMill-ზე მოთავსებული მასალები.
იხილეთ ვიდეო.
No comments:
Post a Comment