დღეს, 2008 წლის 28 მარტს შედგა შეხვედრა ისანის-სამგორის რაიონის ზოგიერთი სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლებთან.
შეხვედრას დაესწრო 5 სკოლის 9 მასწავლებელი, მათ შორის, მასპინძელი სკოლის ინფორმაციული მენეჯერი ქ-ნი ვანდა ბაკურაძე.
მადლობას ვუხდი სკოლის დირექტორს ქ-ნ სუსანა გევორქიანს ყურადღებისთვის.
შეხვედრა დაიწყო ბლოგის პრეზენტაციით. შემდეგ მასწავლებლებმა იმუშვეს კომპიუტერებთან, დარეგისტრირდნენ და ისწავლეს LeMill-ისა და ელექტრონული ფოსტის გამოყენება.
გთავაზობთ ინფორმაციას მონაწილე სკოლებისა და მასწავლებლების შესახებ:
სკოლა N84 - ნუნუ ნატროშვილი;
სკოლა N85 - ნათელა თეთვაძე; ნაზი ბასილაია;
სკოლა N86 - ხათუნა მელია; რუსუდან გიოშვილი; ვანდა ბაკურაძე (ინფორმაციული მენეჯერი);
სკოლა N88 - მარინა ნიშნიანიძე;
სკოლა N89 - მანანა ორველაშვილი; თამარ ქურდიანი.
დაიგეგმა შემდეგი შეხვედრა, რომელიც ჩატარდება მონაწილე სკოლებიდან ერთ-ერთ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო.
No comments:
Post a Comment