დღეს, 2008 წლის 25 მარტს, შედგა შეხვედრა მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დაწყებითი სკოლის მასწავლებლებთან. შეხვედრა ჩატარდა თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში და მონაწილეობა მიიღო 5 სკოლის 10-მა მასწავლებელმა, რომელთა შორის იყო ასევე აგარის საჯარო სკოლის მასწავლებელი ქ-ნი ინგა სებისკვერაძე.
შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა, რასაც ხელი შეუწყო სკოლაში არსებულმა გამართულმა კომპიუტერულმა სისტემამ.
მადლობას ვუხდი სკოლის ინფორმაციულ მენეჯერებს ქ-ნ ნინო ზურაბიშვილს და ქ-ნ თამარ ვერულაშვილს, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ პროექტში და დაინტერესებულები არიან მასში მონაწილეობით.
შეხვედრა დაიწყო ბლოგზე წარმოდგენილი სიახლეების პრეზენტაციით, მეორე ნახევარი კი დაეთმო მასწავლებლების მუშაობას კომპიუტერებთან - რეგისტრაციას LeMill-ზე და ქართული ელექტრონული ფოსტის ვებ-გვერდზე; ასევე, საგაკვეთილო გეგმის მოთავსების მცდელობას LeMill-ზე.
იხილეთ ინფორმაცია შეხვედრაში მონაწილე სკოლებისა და დამსწრე მასწავლებლების შესახებ:
სკოლა N44 - გიული ბროძელი; ნატა დუნდუა; თეა ქავთარაძე;
სკოლა N47 - ხათუნა ღამბაშიძე;
სკოლა N50 - ლიანა ძმანაშვილი; მარიამ აფხაიძე;
სკოლა N51 - ირინა სიხარულიძე; ნინო ზურაბიშვილი (ინფორმაციული მენეჯერი); თამარ ვერულაშვილი (ინფორმაციული მენეჯერი);
აგარის საჯარო სკოლა - ინგა სებისკვერაძე.
იგივე სკოლებისთვის დაიგეგმა შემდეგი შეხვედრა, რომელიც ჩატარდება 2008 წლის 22 აპრილს.
No comments:
Post a Comment