დღეს, 2008 წლის 27 მარტს შედგა შეხვედრა გლდანი-ნაძალადევის რაიონის ზოგიერთი სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლებთან. შეხვედრა ჩატარდა თბილისის 69-ე საჯარო სკოლაში და მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ამ სკოლის ინფორმაციულ მენეჯერს ქ-ტ ირმა ფსუტურს ასეთი დაინტერესებისთვის, ასეთი ორგანიზებული შეხვედრის, გამართული ტექნიკისა და მასწავლებლების ასეთი ჩართულობისთვის. ასევე მადლობას ვუხდი თითოეულ მასწავლებელს, რომელიც დაესწრო შეხვედრას.
მონაწილეობა მიიღო 6 სკოლის 15-მა მასწავლებელმა.
გთავაზობთ მონაცემებს მათ შესახებ:
სკოლა N15 - მარიამ ფირანიშვილი; ქეთევან წიკლაური;
სკოლა N16 - ნათელა მჭედლიძე; ნანა მერკვილაძე;
სკოლა N39 - ნინო გიგოლაშვილი;
სკოლა N45 - თამარ ყამარაული; მაია ველთაური;
სკოლა N48 - ციცინო ყიფშიძე;
სკოლა N69 - ეკა ონოფრიშვილი; ნანა ცხოვრებაძე; ნინო მანიჟაშვილი; თიკა ადამაშვილი; მაია მინდიაშვილი; ირმა შენგელია; ირმა ფსუტური (ინფორმაციული მენეჯერი).
შეხვედრა დაიწყო ბლოგისა და LeMill-ის პრეზენტაციით და გაგრძელდა მასწავლებლების მუშაობით კომპიუტერებთან.
დაიგეგმა შემდეგი შეხვედრა, რომელიც ჩატარდება თბილისის მე-15 საჯარო სკოლაში, 2008 წლის 8 მაისს.
იხილეთ ვიდეო.
No comments:
Post a Comment