"ირმის ნახტომი" ... დროსა და სივრცეში!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

რესურსები დაწყებითი სკოლისთვის

Friday, March 28, 2008

შეხვედრა თბილისის 86-ე საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 28 მარტს შედგა შეხვედრა ისანის-სამგორის რაიონის ზოგიერთი სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლებთან.
შეხვედრას დაესწრო 5 სკოლის 9 მასწავლებელი, მათ შორის, მასპინძელი სკოლის ინფორმაციული მენეჯერი ქ-ნი ვანდა ბაკურაძე.
მადლობას ვუხდი სკოლის დირექტორს ქ-ნ სუსანა გევორქიანს ყურადღებისთვის.
შეხვედრა დაიწყო ბლოგის პრეზენტაციით. შემდეგ მასწავლებლებმა იმუშვეს კომპიუტერებთან, დარეგისტრირდნენ და ისწავლეს LeMill-ისა და ელექტრონული ფოსტის გამოყენება.
გთავაზობთ ინფორმაციას მონაწილე სკოლებისა და მასწავლებლების შესახებ:
სკოლა N84 - ნუნუ ნატროშვილი;
სკოლა N85 - ნათელა თეთვაძე; ნაზი ბასილაია;
სკოლა N86 - ხათუნა მელია; რუსუდან გიოშვილი; ვანდა ბაკურაძე (ინფორმაციული მენეჯერი);
სკოლა N88 - მარინა ნიშნიანიძე;
სკოლა N89 - მანანა ორველაშვილი; თამარ ქურდიანი.
დაიგეგმა შემდეგი შეხვედრა, რომელიც ჩატარდება მონაწილე სკოლებიდან ერთ-ერთ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო.

Thursday, March 27, 2008

შეხვედრა თბილისის 69-ე საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 27 მარტს შედგა შეხვედრა გლდანი-ნაძალადევის რაიონის ზოგიერთი სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლებთან. შეხვედრა ჩატარდა თბილისის 69-ე საჯარო სკოლაში და მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ამ სკოლის ინფორმაციულ მენეჯერს ქ-ტ ირმა ფსუტურს ასეთი დაინტერესებისთვის, ასეთი ორგანიზებული შეხვედრის, გამართული ტექნიკისა და მასწავლებლების ასეთი ჩართულობისთვის. ასევე მადლობას ვუხდი თითოეულ მასწავლებელს, რომელიც დაესწრო შეხვედრას.
მონაწილეობა მიიღო 6 სკოლის 15-მა მასწავლებელმა.
გთავაზობთ მონაცემებს მათ შესახებ:
სკოლა N15 - მარიამ ფირანიშვილი; ქეთევან წიკლაური;
სკოლა N16 - ნათელა მჭედლიძე; ნანა მერკვილაძე;
სკოლა N39 - ნინო გიგოლაშვილი;
სკოლა N45 - თამარ ყამარაული; მაია ველთაური;
სკოლა N48 - ციცინო ყიფშიძე;
სკოლა N69 - ეკა ონოფრიშვილი; ნანა ცხოვრებაძე; ნინო მანიჟაშვილი; თიკა ადამაშვილი; მაია მინდიაშვილი; ირმა შენგელია; ირმა ფსუტური (ინფორმაციული მენეჯერი).
შეხვედრა დაიწყო ბლოგისა და LeMill-ის პრეზენტაციით და გაგრძელდა მასწავლებლების მუშაობით კომპიუტერებთან.
დაიგეგმა შემდეგი შეხვედრა, რომელიც ჩატარდება თბილისის მე-15 საჯარო სკოლაში, 2008 წლის 8 მაისს.
იხილეთ ვიდეო.

შეხვედრა თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში



2008 წლის 26 მარტს ჩატარდა შეხვედრა თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში. სამწუხაროდ, გაუგებრობის გამო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მოსული ზოგიერთი მასწავლებელი ვერ დაესწრო შეხვედრას. ბოდიშს ვუხდი მასწავლებლებს, რომლებსაც უთხრეს, რომ შეხვედრა ვერ შედგებოდა. შეხვედრა შედგა და მონაწილეობა მიიღო 2 სკოლის 5-მა მასწავლებელმა.
წარმოდგენილი იქნა ბლოგის მასალა და შემდეგ მასწავლებლებმა იმუშვეს, რაც გულისმობს LeMill-ზე დარეგისტრირებას და მასალის მოთავსებას.
გთავაზობთ მონაწილე მასწავლებლების შესახებ ინფორმაციას:
სკოლა N60 - მაია მჭედლიშვილი; მანანა მეგენეიშვილი (ინფორმატიკის მასწავლებელი); თეა თაქთაქიშვილი; მანანა ქარდავა (ინფორმატიკის მასწავლებელი);
სკოლა N128 - თეო შენგელია.
შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა 30 აპრილს კვლავ მე-60 სკოლაში.

Tuesday, March 25, 2008

შეხვედრა თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 25 მარტს, შედგა შეხვედრა მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დაწყებითი სკოლის მასწავლებლებთან. შეხვედრა ჩატარდა თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში და მონაწილეობა მიიღო 5 სკოლის 10-მა მასწავლებელმა, რომელთა შორის იყო ასევე აგარის საჯარო სკოლის მასწავლებელი ქ-ნი ინგა სებისკვერაძე.
შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა, რასაც ხელი შეუწყო სკოლაში არსებულმა გამართულმა კომპიუტერულმა სისტემამ.
მადლობას ვუხდი სკოლის ინფორმაციულ მენეჯერებს ქ-ნ ნინო ზურაბიშვილს და ქ-ნ თამარ ვერულაშვილს, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ პროექტში და დაინტერესებულები არიან მასში მონაწილეობით.
შეხვედრა დაიწყო ბლოგზე წარმოდგენილი სიახლეების პრეზენტაციით, მეორე ნახევარი კი დაეთმო მასწავლებლების მუშაობას კომპიუტერებთან - რეგისტრაციას LeMill-ზე და ქართული ელექტრონული ფოსტის ვებ-გვერდზე; ასევე, საგაკვეთილო გეგმის მოთავსების მცდელობას LeMill-ზე.
იხილეთ ინფორმაცია შეხვედრაში მონაწილე სკოლებისა და დამსწრე მასწავლებლების შესახებ:
სკოლა N44 - გიული ბროძელი; ნატა დუნდუა; თეა ქავთარაძე;
სკოლა N47 - ხათუნა ღამბაშიძე;
სკოლა N50 - ლიანა ძმანაშვილი; მარიამ აფხაიძე;
სკოლა N51 - ირინა სიხარულიძე; ნინო ზურაბიშვილი (ინფორმაციული მენეჯერი); თამარ ვერულაშვილი (ინფორმაციული მენეჯერი);
აგარის საჯარო სკოლა - ინგა სებისკვერაძე.
იგივე სკოლებისთვის დაიგეგმა შემდეგი შეხვედრა, რომელიც ჩატარდება 2008 წლის 22 აპრილს.

შეხვედრა თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში



2008 წლის 24 მარტს, თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში შედგა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის 4 სკოლის 12-მა მასწავლებელმა.
სამწუხაროდ, ბლოგის სრულფასოვანი პრეზენტაცია შეაფერხა ტექნიკურმა ხარვეზებმა.
შეხვედრის მეორე ნახევარი დაეთმო მასწავლებლების მუშაობას კომპიუტერებთან.
გთავაზობთ ინფორმაციას მონაწილე სკოლებისა და მასწავლებლების შესახებ:
სკოლა N23 - ლია ბარჯაძე; ლელა ქვაჭრელიშვილი; მაკა გომარელი; ლალი ლეჟავა; ინოლა გულუა; გულიკო ქურდიანი; ბელა შუბლაძე; მარინა სუთიძე;
სკოლა N24 - ლია ბედინაძე;
სკოლა N26 - ამ სკოლიდან გამოცხადდა ერთი მასწავლებელი, რომლის სახელი და გვარი არ ფიქსირდება სარეგისტრაციო ფორმაში;
სკოლა N31 - თამარ ძაძამია; ეკა ხაბურზანია.