"ირმის ნახტომი" ... დროსა და სივრცეში!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

რესურსები დაწყებითი სკოლისთვის

Tuesday, April 1, 2008

შეხვედრა თბილისის 65-ე საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 1 აპრილს ჩატარდა შეხვედრა თბილისის 65-ე საჯარო სკოლაში.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო მთაწმინდა-კრწანისის რაიონის 2 სკოლის 10-მა მასწავლებელმა.
მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტის არქონის გამო არ მოხერხდა ბლოგის პრეზენტაცია და LeMill-ზე მუშაობა, შეხვედრამ მაინც საინტერესოდ ჩაიარა. 65-ე სკოლის ინფორმაციულმა მენეჯერმა შემოგვთავაზა სხვადასხვა კლასების მიერ მომზადებული მასალის პრეზენტაცია, რომელთა შორის აღსანიშნავია ერთ-ერთი მასწავლებლის, ნანა ცომაიას ვიზიტი "მზე შინა"-ში და ასევე, ძალიან საინტერესო იყო ქ-ნ მანიჟა ტაბატაძის მიერ მესამე კლასში ჩატარებული გაკვეთილების ციკლი "ხორბლის მარცვლიდან პურამდე", სადაც ფოტოებითა და კომენტარებით გადმოცემულია მუშაობის პროცესის უმეტესი ნაწილი.
ის მასწავლებლები, რომლებიც პირველად ესწრებოდნენ შეხვედრას, თეორიულად გაეცნენ პროექტს და მასალას, რომელიც ბლოგზე და ლემილზეა წარმოდგენილი. მათ დაურიგდათ ვებ-გვერდების მისამართები იმისთვის, რომ დამოუკიდებლად შეძლონ მათი მონახულება და ლემილზე მუშაობა.
დაიგეგმა შემდეგი შეხვედრა, რომელიც 29 აპრილს ჩატარდება თბილისის 68-ე საჯარო სკოლაში.
გთავაზობთ მონაწილე სკოლებისა და მასწავლებლების სიას:
სკოლა N65 მანიჟა ტაბატაძე; ნანა გორჯოლაძე; ნანა ცომაია; თამილა ჩიმაკაძე; ნანა არაბული;
სკოლა N68 - ეკა კულდონაშვილი; დალი გახარია.
იხილეთ ვიდეო.

No comments: