დღეს, 2008 წლის 14 მაისს, თბილისის 146-ე სკოლის პირველ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე "საქართველოს მეფეები". ღონისძიება წარმოადგინა ამ სკოლის მასწავლებელმა ნონა გოგილაშვილმა. მონაწილეობდნენ პირველი კლასის მოსწავლეები, რომლებიც ძალიან კარგად იყვნენ მომზადებულები და ძალიან აქტიურობდნენ. გაკვეთილი რამოდენიმე ეტაპად იყო დაყოფილი. გამოყენებული იყო ტესტები,სახალისო თამაში, ჩატარდა ვიქტორინა. გაკვეთილისთვის გამოყენებული მასალა (ფოტოები, ტესტები, შეკითხვები და პასუხები) პროექტორის მეშვეობით ნაჩვენები იყო ეკრანზე. გაკვეთილი ძალიან კარგად იყო დაგეგმილი და ამდენად ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. აღსანიშნავია ის, რომ პირველ კლასში ასეთი მასალის გამოყენება ხანგრძლივ მუშაობას მოითხოვს, რასაც ქ-ნმა ნონამ მშვენივრად გაართვა თავი. დიდი მადლობა მას ამ სამუშაოს ჩატარებისთვის და ღონისძიებაზე მიწვევისთვის.
ფოტოებისა და ვიდეოს მეშვეობით იხილეთ ღონისძიების ამსახველი ეპიზოდები.
ბლოგის სტუმრების საყურადრებოდ!
16 years ago
No comments:
Post a Comment