დღეს, 2008 წლის 27 თებერვალს შედგა შეხვედრა გლდანი-ნაძალადევის რაიონის დაწყებითი სკოლის მასწავლებლების ერთ ჯგუფთან.
შეხვედრა გაიმართა თბილისის 129-ე საჯარო სკოლაში და მასში მონაწილეობა მიიღო 4 სკოლის 9 მასწავლებელმა, რომელთა შორის იყო ასევე რუსთავის მე-12 სკოლის მასწავლებელი ქ-ნი
ია საჯაია.
აღსანიშნავია ის, რომ ამ სკოლის ინფორმაციული მენეჯერი ბ-ნი
კობა კახიანი ინტერესით ჩერთო ამ შეხვედრაში და როგორც მასწავლებლებმა აღნიშნეს, ის მათ ყოველთვის ეხმარება კომპიუტერის მეშვეობით შესასრულებელი სამუშაოების ჩატარებაში, რაც დღევანდელი შეხვედრის დროსაც გამოვლინდა.
გთავაზობთ მონაცემებს მონაწილე სკოლებისა და მათი წარმომადგენელი მასწავლებლების შესახებ:
სკოლა N14 - ზოია ჩხაიძე;
სკოლა N129 - კობა კახიანი (ინფორმაციული მენეჯერი); მაია ღონღაძე; დალი დვალიძე; ნანული შაფათავა; ნანა მეტრეველი;
სკოლა N136 - ნინო კეკელიძე; ქეთევან ყურაშვილი;
და
რუსთავის მე-12 სკოლა - ია საჯაია.მასწავლებლები გაეცნენ
ბლოგს და შემდეგ იმუშავეს
LeMill-ზე დარეგისტრირებასა და მასალის ატვირთვაზე. თავადვე დარეგისტრირდნენ
ელექტრონული ფოსტის ვებ-გვერდზე.
დაიგეგმა შემდეგი შეხვედრები.
იხილეთ ვიდეო.
No comments:
Post a Comment