დღეს, 2008 წლის 18 თებერვალს, გაიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დაწყებითი სკოლების მასწავლებლების ერთი ჯგუფის შეხვედრა.
შეხვედრას უმასპინძლა თბილისის 22-ე საჯარო სკოლამ, რომლის მასწავლებელმა
ქ-ნმა ნესტან კუპრავამ და ინფორმაციულმა მენეჯერმა
ქ-ნმა მაგდა დოჭვირმა ძალიან გულღიად და ორგანიზებულად მიიღეს დანარჩენი სკოლების მასწავლებლები.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის 9 სკოლამ.
თითო სკოლიდან ესწრებოდა თითო მასწავლებელი, ხოლო მასპინძელი სკოლიდან მონაწილეობა მიიღო დაწყებითი კლასების თითქმის ყველა მასწავლებელმა (10 მასწავლებელი).
გთავაზობთ მონაწილე სკოლებისა და მასწავლებლების სიას:
სკოლა N2 - ამანათიძე იზო;
სკოლა N3 - ჩადუნელი ზემფირა;
სკოლა N5 - ირემაშვილი მარინე;
სკოლა N19 - ურჯუკაშვილი ლალი;
სკოლა N22 - კუპრავა ნესტანი; დოჭვირი მაგდა (ისტ მენეჯერი); ბერიძე მაია; ძაძამია ქეთევანი; ალელიშვილი მაყვალა; ძამაშვილი ცირა; კაჭკაჭური ზეინაბი; მაისურაძე ანა; გეგია ნანა; ლაზარიაშვილი მაია; ურუშაძე ინგა (სულ 10 მასწავლებელი და 1 ინფორმაციული მენეჯერი);
სკოლა N24 - მცხვეთაძე მარინა;
სკოლა N26 - კობზონაძე ჯულიეტა;
სკოლა N30 - ცხადაძე ლელა;
სკოლა N147 - ბეჟაშვილი მარინე.სულ გამოცხადდა 18 მასწავლებელი. მათ შორის იყვენენ ისეთებიც, რომლებიც პირველად დაესწრნენ შეხვედრას. ისინი გაეცნენ ბლოგზე წარმოდგენილ ძველსა და ახალ მასალას: გაკვეთილის გეგმებს, სასწავლო ვებ-გვერდებს.
ქ-ნმა
ნესტან კუპრავამ წარმოადგინა მის მიერ
LeMill-ზე განთავსებული მასალა და აღნიშნა, რომ სკოლის ინფორმაციული მენეჯერის დახმარებით შეძლო მან ამ სამუშაოს შესრულება.
მისი გაკვეთილის თემა იყო
"ჩვენი გალაქტიკა". მან ასევე წარმოადგინა ძალიან საინტერესო კონკურსი
"ვეძებთ ვარსკვლავებს". (
აღნიშნული მასალის სანახავად დააწკაპეთ სათაურებზე მაუსის მარცხენა ღილაკით).
მასალის პრეზენტაციის შემდეგ მასწავლებლებმა თავად იმუშავეს კომპიუტერებთან.
კოორდინატორის დახმარებით ისინი დარეგისტრირდნენ
LeMill-ზე და ნახეს თუ როგორ უნდა განათავსონ ამ ვებ-გვერდზე მათ მიერ მომზადებული მასალა. ეს მათ დაეხმარებათ შემდგომში დამოუკიდებელ მუშაობაში.
შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა 2008 წლის 17 მარტს, ორშაბათს, თბილისის მე-19 საჯარო სკოლაში, რომელსაც დაესწრება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის 7 საჯარო სკოლა (თითო სკოლიდან 3 მასწავლებელი).
მასპინძელ სკოლას კვლავ უპირატესობა ენიჭება იმით, რომ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ამ სკოლის დაწყებითი კლასების ყველა მასწავლებელი.
მადლობას მოვახსენებ 22-ს საჯარო სკოლის დირექციასა და დაწყებითი კლასების მასწავლებლებს, განსაკუთრებით ქ-ნ
ნესტან კუპრავას და ამავე სკოლის ინფორმაციულ მენეჯერს ქ-ნ
მაგდა დოჭვირს, ასეთი გულითადი და ორგანიზებული შეხვედრისათვის და წარმოდგენილი საინტერესო მასალისთვის.
ქსელის კოორდინატორი,
თეა შავერდაშვილითბილისი, 18 თებერვალი, 2008
No comments:
Post a Comment