დღეს, 2008 წლის 22 თებერვალს გაიმართა შეხვედრა ვაკე-საბურთალოს რაიონის მასწავლებლებთან. შეხვედრა ჩატარდა თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში, სადაც ამ სკოლის ინფორმაციულმა მენეჯერმა ქ-ნმა
თამარ თამაზაშვილმა ძალიან მოწესრიგებული გარემო დაახვედრა სხვადასხვა სკოლიდან მოწვეულ მასწავლებლებს, რამაც ხელი შეუწყო შეხვედრის სასიამოვნო მსვლელობას.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 5 სკოლის 15 მასწავლებელმა, რომელთა სიასაც გთავაზობთ:
სკოლა N54 - ანა რამიშვილი; ხათუნა ნამიჭეიშვილი; ცისანა დარახველიძე;
სკოლა N55 - თამარ თამაზაშვილი (ინფ.მენეჯერი); ირმა მაისურაძე; მანანა ტუღუში; მანელი ჩლაიძე; ნინო ჯაიანი; ნათია ფასურიშვილი;
სკოლა N60 - მაია მჭედლიშვილი;
სკოლა N128 - თეო შენგელია;
სკოლა N137 - ნაილი ძვარაძე.შეხვედრა დაიწყო
ბლოგისა და
LeMill-ის ჩვენებით და მათზე არსებული მასალის განხილვის შემდეგ მასწავლებლები დარეგისტრირდნენ
LeMill-ზე და თავად გაეცნენ ამ ვე-ბგვერდზე მუშაობის პრინციპებს.
კოორდინატორის დახმარებით მასწავლებლებმა შეძლეს
ელ-ფოსტის გახსნა.
დაიგეგმა შემდეგი შეხვედრა.
იხილეთ ვიდეო, რომელშიც წარმოდგენილია შეხვედრის ამსახველი პატარა ეპიზოდი.
No comments:
Post a Comment