"ირმის ნახტომი" ... დროსა და სივრცეში!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

რესურსები დაწყებითი სკოლისთვის

Wednesday, February 20, 2008

შეხვედრა თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში



დღეს, 2008 წლის 20 თებერვალს, თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში შედგა შეხვედრა მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დაწყებითი სკოლის მასწავლებელთა ერთ ჯგუფთან, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 10 სკოლის 14 მასწავლებელმა.
მათ შორის იყო აგარის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი, ქ-ნი ინგა სებისკვერაძე, რომელიც ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენს ამ ახალი პროექტის მიმართ და აქტიურად ესწრება შეხვედრებს.
შეხვედრას ორგანიზება გაუწია მასპინძელი სკოლის ინფორმაციულმა მენეჯერმა ქ-ნმა თამარ ვერულაშვილმა, რომელსაც დიდ მადლობას ვუხდი ასეთი კარგი სამუშაო გარემოს მომზადებისთვის.
მასწავლებლები გაეცნენ ბლოგზე წარმოდგენილ მასალას: სასწავლო ვებ-გვერდებს, მასწავლებლების მიერ LeMill-ზე განთავსებულ მასალას სხვა სასწავლო რესურსებთან ერთად; დარეგისტრირდნენ LeMill-ზე და იმუშავეს მასალის გამოქვეყნებაზე; გაეცნენ თუ როგორ უნდა გამოიყენონ ელექტრონული ფოსტა.
51-ე სკოლის ინფორმატიკის მასწავლებელმა ქ-ნმა ნანა დვალმა გაგვაცნო ქართული სასწვლო პროგრამის ელექტრონული ვერსია პირველკლასელებისთვის, რომლის დახმარებითაც ბავშვები ხალისით ისწავლიან ქართულ ანბანს და შეასრულებენ სხვადასხვა ტიპის ლექსიკურ სავარჯიშოებს.
მსგავსი პროგრამა, გარდა იმისა, რომ ძალიან სახალისოა ბავშვებისთვის, ამავე დროს, ძალიან დაეხმარებოდა თბილისის არაქართული სკოლების მოსწავლეებს ქართული ენის შესწავლაში.
გთავაზობთ მონაწილე სკოლების ჩამონათვალს და დამსწრე მასწავლებლების სიას:
სკოლა N1 - ნინო მაჩიტიძე;
სკოლა N28 - სოფია ბარათელი;
სკოლა N43 - თიკო ალავიძე;
სკოლა N44 - ეკატერინე დვალი; ნატა დუნდუა;
სკოლა N47 - ხათუნა ღამბაშიძე;
სკოლა N49 - ია ჯიქია;
სკოლა N50 - მარიამ აფხაიძე;
სკოლა N51 - ირინა სიხარულიძე; ნონა ნადირაძე; თამარ ვერულაშვილი; ნანა დვალი;
სკოლა N73 - არზუ გასანოვა;
აგარის საჯარო სკოლა - ინგა სებისკვერაძე.

სულ 10 სკოლის 14 მასწავლებელი.
დღევანდელმა შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. დაიგეგმა შემდეგი შეხვედრა.

No comments: