დღეს, 2008 წლის 19 მარტს, თბილისის 54-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ვაკე-საბურთალოს რაიონის 6 სკოლის 18-მა მასწავლებელმა.
შეხვედრა აქტიურად წარიმართა, რასაც ხელი შეუწყო მოწესრიგებულმა და ტექნიკურად გამართულმა გარემომ. მადლობას ვუხდი სკოლის დირექტორს ქ-ნ
ზინა წერეთელს, სკოლის ინფორმაციულ მენეჯერს
ნონა გოგატიშვილს და ამ სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელს
ანნა რამიშვილს, რომელიც პირველივე შეხვედრიდან მონაწილეობს პროექტში და გამოხატავს დაინტერესებას.
გთავზობთ მონაწილე სკოლებისა და მასწავლებლების სიას:
სკოლა N17 - ლალი სულუხია; იზოლდა სულთანიშვილი; ლალი ჭანკვეტაძე;
სკოლა N35 - თინა ზანქაიძე; მზია მეგრელიშვილი;
სკოლა N54 - ცისანა დარახველიძე; შორენა ჯოხაძე; თინა ნიკოლაძე; ლიზა კვიწინაძე; ანნა რამიშვილი; ხატია გელაძე; რუსუდან ლაღიძე; ნონა გოგატიშვილი (ინფორმაციული მენეჯერი);
სკოლა N56 - შორენა თოფურია; მარიზა მიქელაძე;
სკოლა N57 - მარინე გაფრინდაშვილი; ნელი საბანაძე; ლია ადამაშვილი;შეხვედრა დაიწყო ბლოგის პრეზენტაციით, მასზე წარმოდგენილი ძველი და ახალი მასალის ჩვენებით.
შემდეგ მასწავლებლები დარეგისტრირდნენ ელექტრონული ფოსტის ვებ-გვერდზე და ასევე, გაიარეს რეგისტრაცია LeMill-ზე, გაეცნენ სხვა მასწავლებლების მიერ მოთავსებულ მასალებს და ინტერნეტში მასალის ატვირთვისთვის შესასრულებელ სამუშაოს.
დაიგეგმა შემდეგი შეხვედრა, რომელიც 23 აპრილს ჩატარდება თბილისის 56-ე საჯარო სკოლაში.
იხილეთ ვიდეო.
No comments:
Post a Comment