დღეს, 2008 წლის 1 ივლისს, მასწავლებელთა საზაფხულო კონფერენციასთან დაკავშირებით თბილისის სხვადასხვა რაიონის სხვადასხვა სკოლაში ჩატარდა საგაკვეთილო გეგმების კონკურსში პირველ ეტაპზე გასული გაკვეთილების პრეზენტაცია.
მასწავლებლებმა, რომელთა საგაკვეთილო გეგმები საკონკურსო პირობების სრული დაცვით იყო შესრულებული,რაც გულისხმობს მასალის ლემილზე განთავსებას და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ლემილის ბმულთან ერთად მის გაგზავნას ფონდ "ირმის ნახტომის" ელფოსტის მისამართზე, წარმოადგინეს მათ მიერ შესრულებული სამუშაო და თავად ისაუბრეს მათ ნამუშევრებზე.
კონფერენციას ესწრებოდნენ წარმომადგენლები თბილისის სხვადასხვა სკოლებიდან, საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან და ფონდიდან "ირმის ნახტომი".
პრეზენტაციები თბილისის მასშტაბით გაგრძელდება 2008 წლის 3 ივლისამდე, მოგვიანებით კი გადაინაცვლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
გაკვეთილების წარდგენის ადგილის, დროსა და თანმიმდევრობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
გთავაზობთ თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში გადაღებულ ფოტოებს.
ew=original
ბლოგის სტუმრების საყურადრებოდ!
16 years ago
No comments:
Post a Comment