"ირმის ნახტომი" ... დროსა და სივრცეში!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

რესურსები დაწყებითი სკოლისთვის

Saturday, April 19, 2008

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის, ირინა სიხარულიძის მიერ ჩატარებული ღონისძიება

2008 წლის 18 აპრილს, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მასწავლებელმა ქ-ნმა ირინა სიხარულიძემ წარმოადგინა ძალიან საინტერესო ღონისძიება, რომელიც ეხმაურებოდა ფონდ "ირმის ნახტომის" კონკურსს "ჩემი გარემო".
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-4 კლასის მოსწავლეები, რომლებმაც წარმოადგინეს სხვადასხვა პროექტები: "ჩემი ოცნების ზოოპარკი", "ჩემი ოცნების ტურბაზა", "საქართველო სიღარიბის გარეშე". ერთ-ერთმა მოსწავლემ თავისი პროექტი რაჭის კურორტების კეთილმოწყობას დაუკავშირა, მეორემ კი ორხევის გალამაზების გეგმა შემოგვთავაზა.
ბავშვები პროექტორის მეშვეობით ეკრანზე აშუქებდნენ მათ მიერ მომზადებულ პროექტებს, რომლებსაც თან ახლდა ფოტომასალა და ნახატები.
ღონისძიების ტექნიკური საკითხების მოწესრიგებას ხელი შეუწყო სკოლის ინფორმაციულმა მენეჯერმა ქ-ნმა თამარ ვერულაშვილმა.
ღონისძიება სპექტაკლით დასრულდა.
ბავშვების ნამუშევრები ძალიან საინტერესოდ იყო წარმოდგენილი.
დიდი მადლობა ქ-ნ ირინა სიხარულიძეს და თითოეულ მოსწავლეს, რომლებმაც შემოგვთავაზეს ასეთი საინტერესო სანახაობა, რომელშიც, დარწმუნებული ვარ, მათ უზარმაზარი შრომა და ენერგია დახარჯეს.
დიდი მადლობა ქ-ნ ირინა სიხარულიძეს ღონისძიებაზე მიწვევისთვის.
იხილეთ ღონისძიების ამსახველი ფოტოები.

No comments: