"ირმის ნახტომი" ... დროსა და სივრცეში!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

რესურსები დაწყებითი სკოლისთვის

Tuesday, March 25, 2008

შეხვედრა თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში



2008 წლის 24 მარტს, თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში შედგა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის 4 სკოლის 12-მა მასწავლებელმა.
სამწუხაროდ, ბლოგის სრულფასოვანი პრეზენტაცია შეაფერხა ტექნიკურმა ხარვეზებმა.
შეხვედრის მეორე ნახევარი დაეთმო მასწავლებლების მუშაობას კომპიუტერებთან.
გთავაზობთ ინფორმაციას მონაწილე სკოლებისა და მასწავლებლების შესახებ:
სკოლა N23 - ლია ბარჯაძე; ლელა ქვაჭრელიშვილი; მაკა გომარელი; ლალი ლეჟავა; ინოლა გულუა; გულიკო ქურდიანი; ბელა შუბლაძე; მარინა სუთიძე;
სკოლა N24 - ლია ბედინაძე;
სკოლა N26 - ამ სკოლიდან გამოცხადდა ერთი მასწავლებელი, რომლის სახელი და გვარი არ ფიქსირდება სარეგისტრაციო ფორმაში;
სკოლა N31 - თამარ ძაძამია; ეკა ხაბურზანია.

8 comments:

school23 said...
This comment has been removed by the author.
school23 said...

რა იგულისხმება ტექსტში ’’სამწუხაროდ, ბლოგის სრულფასოვანი პრეზენტაცია შეაფერხა ტექნიკურმა ხარვეზებმა.’’- რა სახის ტექნიკური პრობლემა იყო?

თეა შავერდაშვილი Tea SHAVERDASHVILI said...

ტექსტში "სამწუხაროდ ბლოგის სრულფასოვანი პრეზენტაცია შეაფერხა ტექნიკურმა ხარვეზებმა" იგულისხმება სიტყვასიტყვით ის, რაც ამ ტექსტშია ნათქვამი. რაც შეეხება იმას, თუ რა სახის იყო ტექნიკური პრობლემა, ეს იყო იმ პროგრამის არარსებობა, რომელიც საჭიროა იმ სასწავლო ვებ-გვერდების საჩვენებლად (ჩაილდტოპია, დედა მირაბელას თამაშები, ნასას ვებ-გვერდი და ასე შემდეგ), რომლებიც ბლოგზეა წარმოდგენილი. საქმე ეხება Adobe Flash, იგივე Macromedia Flash, ან უბრალოდ, მარტივად Flash Player-ს, რომლის ინსტალაციის გარეშე გარკვეული ვებ-გვერდები არ იტვირთება. ამას ვგულისხმობ ტექნიკურ ხარვეზში. თუ დაწყებითი სკოლის მასწავლებლები გადაწყვეტენ ბლოგზე წარმოდგენილი მასალის გამოყენებას გაკვეთილების ჩასატარებლად, ისინი ვერ შეძლებენ მათ შეთავაზებას მოსწავლეებისთვის თუ ზემოთ ხსენებული პროგრამა არ იქნება კომპიუტერებში დაინსტალირებული. მადლობას გიხდით კომენტარის დატოვებისთვის და შეკითხვისთვის.

school23 said...

ამისათვის მიგვაჩნია, რომ როდესაც სკოლაში ტარდება გარკვეული სახის შეხვედრა სკოლის თუნდაც ინფორმაციული მენეჯერი უნდა ჩააყენოთ საქმის კურში იმის შეხასებ თუ რა სახის სემინარი ტარდება(ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით) და რა პროგრამული უზრუნველყოფებია საჭირო შეხვედრის ჩასატარებლად.
დამერწმუნეთ მსგავსი სახის პრობლემა არ შეგხვდებოდათ თუ ამის შესახებ წინასწარ შეგვატყობინებდით.

თეა შავერდაშვილი Tea SHAVERDASHVILI said...

ეს შეხვედრა დაიგეგმა 1 თვით ადრე ვიდრე თქვენს სკოლაში მოვიდოდით. რამდენადაც ვიცი, ინოლამ დირექციასთან შეათანხმა. მე არ ვიჭრები ძალით არც ერთ სკოლაში თუ თვითონ სკოლის მხრიდან არ არის დაინტერესება. მე თვითონ ეს სკოლა მაქვს დამთავრებული და სიამოვნებით მოვედი შეხვედრის ჩასატარებლად. ძალიან ვწუხვარ რომ შეგაწუხეთ და სხვა სკოლებისგან განსხვავებით ნაკლები ინტერესი დამხვდა. ეს პროექტი ყველა სკოლას ეხება, ასე რომ, ჩვენ კიდევ მოგვიწევს პერიოდულად თქვენი შეწუხება. თუ შეიძლება, მითხარით რა ფორმით შეგატყობინოთ ხოლმე და რამდენი ხნით ადრე.
მადლობა. პატივისცემით თეა შავერდაშვილი.

თეა შავერდაშვილი Tea SHAVERDASHVILI said...

დამატების სახით კი შეგახსენებთ, რომ ეს პრობლემა ჩემთვის კი არ არის შემაფერხებლი, შეაფერხებს იმ მასწავლებლებს რომლებსაც სურვილი გაუჩნდებათ ამ მასალის გამოყენებით ჩაატარონ გაკვეთილები სკოლაში, რომელშიც მუშაობენ.
კიდევ ერთხელ ბოდიშს მოგიხდით შეწუხებითვის.
მადლობა რომ უმასპინძლეთ შეხვედრას, რომელიც იმედი მაქვს გამოადგებათ მასწავლებლებს რომლებიც სკოლის საქმეს აკეთებენ.

school23 said...

შეტყობინება შეგეძლოთ ელქტრონული ფოსტის საშუალებით (იმისათვის, რომ გვცოდნოდა რა სახის პროგრამული უზრუნველყოფები გჭირდებოდათ. ინოლას ამის შესახებ არ უცნობებია). უმეტესი რაოდენობა შეხვედრაზე პედაგოგებისა ამ სკოლიდან იყო რაც არ დაინტერესებაზე არ მეტყველებს. მითუმეტეს ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული რეფორმებში, რაც ჩვენი სკოლის მიღწევებზე ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ნათლად აისახება.
თქვენი მხრიდან ამ დიალოგმა არსწორი ხასიათი მიიღო,რაც ძალიან სამწუხაროა და დიალოგის გაგრძელება ამ რეჟიმში შეუძლებელია. კეთილი სურვილებით.

Unknown said...

შევეცდები შემდეგი შეხვედრის თაობაზე პირადად გაცნობოთ ელექტრონული ფოსტით.
სამწუხაროდ არც მე ვიყავი ინფორმირებული თქვენი ასეთი მოლოდინის შესახებ თორემ აუცილებლად გავითვალისწინებდი.
მიხარია რომ აქტიურად მონაწილეობთ რეფორმებში.
ამ სკოლის აქტიურობა და წარმატებები ჩემთვის მხოლოდ სასიხარულო და საამაყოა.
გისურვებთ წარმატებებს.
პატივისცემით,
თეა შავერდაშვილი.