დღეს, 2008 წლის 5 მარტს შედგა ისანი-სამგორის რაიონის დაწყებითი სკოლების მასწავლებლების შეხვედრა, რომელიც თბილისის 172-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა.
გამოცხადდა 6 სკოლის 11 მასწავლებელი.
სამწუხაროდ, შეხვედრას მხოლოდ თეორიული დატვირთვა ჰქონდა, რადგან დაწყებისთანავე გამოირთო ელექტროენერგია, რამაც შეუძლებელი გახადა კომპიუტერებისა და ინტერნეტის გამოყენება.
მასწავლებლებმა მხოლოდ მოისმინეს იმ მასალისა და ვებ-გვერდების შესახებ, რომლებიც მათთვის მომზადდა და მოიძებნა. მათ დაურიგდათ ვებ-მისამართები ამობეჭდილი სახით.
დაიგეგმა შემდეგი შეხვედრა, რომლის დროსაც ისინი პრაქტიკულად შეძლებენ გააკეთონ ის, რის შესახებაც ამ შეხვედრაზე შეიტყვეს.
გთავაზობთ მონაწილე მასწავლებლებისა და სკოლების შესახებ მონაცემებს:
სკოლა N157 - ქეთევან მარტყოფლიშვილი; მარეხ ბასილაძე;
სკოლა N168 - თამარ გვენცაძე;
სკოლა N172 - ლია კახიძე (ინფორმაციული მენეჯერი); მარინა მახაროპული; თინა ხახუტაშვილი; მანონი ბობოხიძე;
სკოლა N179 - ლალი მამულაშვილი;
სკოლა N182 - ნინო ჯინჭარაძე; ხათუნა ჩხუტიაშვილი;
სკოლა N202 - ეთერ დათუაშვილი.ამ შეხვედრით დასრულდა მიმდინარე შეხვედრების ციკლი.
შემდეგი ციკლი იწყება 17 მარტიდან და გაგრძელდება 30 მაისამდე.
შეხვედრები კვლავ თბილისის სხვადასხვა სკოლებში ჩატარდება.
No comments:
Post a Comment