დღეს, 2008 წლის 4 მარტს, თბილისის 124-ე საჯარო სკოლაში შედგა შეხვედრა ისანი-სამგორის რაიონის დაწყებითი სკოლის მასწავლებლების ერთ-ერთ ჯგუფთან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 2 სკოლის 6 მასწავლებელმა, მათ შორის 124-ე სკოლის ინფორმაციულმა მენეჯერმა ბ-ნმა
გიორგი მურადაშვილმა, რომელსაც მადლობას ვუხდი დახმარებისთვის.
გთავაზობთ მონაწილე სკოლებისა და მასწავლებლების სიას:
სკოლა N106 - ფატი სამნიაშვილი; დოდო კალანდაძე;
სკოლა N124 - ლეილა დალაქიშვილი; გულიკო ფილაური; შორენა კუპრავა; გიორგი მურადაშვილი (ინფორმაციული მენეჯერი).შეხვედრა ბლოგის პრეზენტაციით და მასალის გაცნობით დაიწყო, თუმცა პატარ-პატარა ტექნიკურმა პრობლემებმა შეაფერხეს მასალის სრულფასოვანი ჩვენება.
შემდეგ მასწავლებლებმა თავად იმუშავეს კომპიუტერებთან, დარეგისტრირდნენ ელექტრონული ფოსტის ვებ-გვერდზე და ასევე
LeMill-ზე.
გაეცნენ
LeMill-ის მასალის ინტერნეტში ატვირთვისთვის ჩასატარებელ საჭირო სამუშაოებს.
დაიგეგმა შემდეგი შეხვედრა.
იხილეთ ვიდეო.
No comments:
Post a Comment