"ირმის ნახტომი" ... დროსა და სივრცეში!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

რესურსები დაწყებითი სკოლისთვის

Monday, October 6, 2008

მასწავლებელთა ზამთრის კონკურსი/კონფერენცია

06.10.2008

მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოცხადდა მასწავლებელთა ზამთრის კონფერენცია/კონკურსი, რომელიც ორგანიზებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს - ფონდი „ირმის ნახტომის“, "ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის", "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის", საგანმანათლელბო რესურსცენტრებისა და საქართველოს სკოლების პარტნიორობით. მისი მიზანია


- სასწავლო პროცესის რეფორმირების ხელშეწყობა, საგაკვეთილო გარემოს გამრავალფეროვნება და ინტერდისციპლინარული და ICT ინტეგრირებული გაკვეთილების წახალისება;
- ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განათლების სფეროში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
- ინოვაციურად/შემოქმედებითად მოაზროვნე მასწავლებლების გამოვლენა-წახალისება;
- მასწავლებელთა შორის საუკეთესო გამოცდილებების გაზიარება და პარტნიორული ქსელების ფორმირების ხელშეწყობა;
- საერთაშორისო გამოცდილებებისა და მიდგომების, ელექტრონული რესურსების, ინსტრუმენტების გაცნობა.
კონფერენცია იმართება 2008-2009 წწ საქართველოს სასკოლო ფორუმის ფარგლებში
იხილეთ ბმული საქართველოს სასკოლო ფორუმი

ინფორმაცია სკოლ(ებ)ის წინასწარი რეგისტრაციის შესახებ იხილეთ აქ.
ეს და სხვა საინტერესო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ასევე ფონდ "ირმის ნახტომის" ვებ-გვერდზე.
ამისთვის დააწკაპეთ აქ.

6 comments:

თამარ ვერულაშვილი said...

გამარჯობა ქალბატონო თეა. გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ იყოთ ისევ ისეთი ენერგიული და წარმატებული. 51-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები მოხარულები არიან საინტერესო კონკურსებს დაწყების. ჩვენ კვლავ აქტიურად ჩავებმებით კონკურსებში და აქტიურად ვითანამშრომლებთ თქვენთან.

პატივისცემით თამარ ვერულაშვილი

თეა შავერდაშვილი Tea SHAVERDASHVILI said...

გამარჯობა თამარ,
სასიამოვნოა რომ ასე ინტერესდებით კონკურსებით და აქტიურად მონაწილეობთ.
მადლობას გიხდით და წარმატებებს გისურვებთ.
შეხვედრები გაგრძელდება მიმდინარე სასწავლო წელსაც.
სიამოვნებით გავაგრძელებ თქვენთან აქტიურ თანამშრომლობას.
პატივისცემით,
თეა შავერდაშვილი.

maia baramidze said...

თეა მოგესალმები მე 13 საკოლის მენეჯერი მაია ბარამიძე. საინტერესო და სასარგებლო ბლოგია დიდი მადლობა დახმარებისთვის. მაია

თეა შავერდაშვილი Tea SHAVERDASHVILI said...

მოგესალმებით მაია,
მიხარია რომ ბლოგზე წარმოდგენილი მასალა გამოგადგათ.
დიდი მადლობა სასიამოვნო კომენტარისთვის.
თეა

ნინო said...

გამარჯობა თეა. საინტერესო, ბევრის მომცემი ბლოგია.დიდი მადლობა, რადგან მე ამ ბლოგზე დადებული საბავშვო განმავითარებელი საიტები გამოვიყენე გაკვეთილების ჩატარების მომენტში.

თეა შავერდაშვილი Tea SHAVERDASHVILI said...

ნინო,
მოგესალმებით და მოგვიანებით გილოცავთ შობა-ახალ წელს, გისურვებთ წარმატებებს.
დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენს მიერ დატოვებული კომენტარისთვის და ბოდიშს გიხდით, რომ დაგვიანებით გპასუხობთ.
მხოლოდ ახლა ვნახე თქვენი კომენტარი.
სასიამოვნოა, რომ იყენებთ მასალას, რომელიც ამ ბლოგზეა თავმოყრილი. ძალიან მიხარია, თუ ეს ვებ-გვერდები დაგეხმარათ გაკვეთილების ახლებურად დაგეგმვასა და ჩატარებაში.
დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს.

პატივისცემით,
თეა შავერდაშვილი